OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქსნის ქუჩის გაგრძელებაზე

AR1179348სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 ნოემბერი, 2013- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
ლევან არსენიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
200009631

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.08.039.143
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "სანაპირო-10" (200009631)
ფართობი
1 868 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1179348
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
22 ნოემბერი, 2013
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 დეკემბერი, 2013ქალაქის პასუხი

    ​ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 30 დეკემბრის #01/1916 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე 2013 წლის 22 ნოემბერს #AR1179348 განცხადებით სამსახურს მომართა სს "სანაპირო–10"–ის დირექტორმა ლევან არსენიშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 30 დეკემბრის #01/1916 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 30 დეკემბრის #01/1916 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გლდანი–ნაძალადევის რაიონში, ქსნის ქუჩის გაგრძელებაზე, ს.ს. "სანაპირო–10"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.12.08.039.027) ავტოტექმომსახურების სახელოსნოების არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის მიერ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებაზე 2013 წლის 22 ნოემბრის #AR1179348 განცხადება წარმოდგენილია #01.12.08.039.143 (რეგისტრაციის ნომერი:882013297058; თარიღი:02/07/2013) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოქმნილია საპროექტო მიწის ნაკვეთის (ს/კ: 01.12.08.039.027) გამიჯვნის შედეგად და რომლის მესაკუთრესაც წარმოადგენს ს.ს. "სანაპირო–10". აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს იმ ტერიტორიას, სადაც 2008 წლის 30 დეკემბრის #01/1916 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის თანახმად გათვალისწინებული იყო ავტოტექმომსახურების სახელოსნოების მოწყობა. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალით ირკვევა, რომ 2008 წლის 30 დეკემბრის #01/1916 ბრძანების საფუძველზე დამკვეთის მიერ სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან დამკვეთს აღარ აქვს 2008 წლის 30 დეკემბრის #01/1916 ბრძანების საფუძველზე ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ზემოაღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს სს "სანაპირო–10"–ის დირექტორის ლევან არსენიშვილის 22 ნოემბრის #AR1179348 განაცხადება; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 30 დეკემბრის #01/1916 ბრძანება; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 22 ნოემბერი, 2013ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა