ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , N 34
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1023267
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 დეკემბერი, 2013
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მალხაზ ქუჩულორია
- ორგანიზაცია
- 4784
- დეველოპერი (ს/კ)
- 220374235
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.03.042.144
- მესაკუთრე
- შპს "ჯეოესტი" (220374235) (220374235)
- ფართობი
- 2 709 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.03.042.144საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1179979
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 ნოემბერი, 2013
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 დეკემბერი, 2013ქალაქის პასუხი
თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის 2013 წლის 19 ნოემბრის #1004665 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 25 ნოემბრის #AR1179979 განცხადებით მომართა მალხაზ ქუჩულორიამ და მოითხოვა სამსახურის 2013 წლის 19 ნოემბრის #1004665 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 ნოემბრის #1004665 ბრძანებით, ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის ქ. #34–ში, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა მითითებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შესაბამისად, აისახა სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში. კერძოდ, 2013 წლის 19 ნოემბრის #1004665 ბრძანებით შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტში არასწორად იქნა დაფიქსირებული საპროექტო ობიექტის სხვადასხვა დანიშნულების ფართობების ციფრობრივი მაჩვენებლები, რაც გამოწვეული იქნა მე–13 სართულზე მანსარდის ფართობისა და –5.20 და -2.60 ნიშნულებზე ავტოსადგომისა და დამხმარე სათავსების ფართობის გამორჩენით. ამასათან, ბინების ფართობი დათვლილი იქნა ტიხრების გამოკლებით, ხოლო კორექტირებული ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ბინების ფართობი მოცემულია ტიხრების ჩათვლით. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა გასწორებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, საცხოვრებელი ფართობი არის 10812.2 კვ.მ, საზაფხულო ფართობი – 1039.25 კვ.მ, მანსარდის ფართობი – 732.11 კვ.მ, კიბისა და სადარბაზოს ფართობი – 1544.6 კვ.მ, ავტოსადგომების ფართობი – 1679.81 კვ.მ, ხოლო დამხმარე სათავსების ფართობი – 50.27 კვ/მ, აქედან გამომდინარე იცვლება საერთო ფართობიც და იქნება 15858.24 კვ/მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. სამსახურმა გადაამოწმა წარმოდგენილი გასწორებული საპროექტო დოკუმენტაცია და მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაკმაყოფილდეს მალხაზ ქუჩულორიას 2013 წლის 25 ნოემბრის #AR1179979 განცხადება; 2.შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 ნოემბრის #1004665 ბრძანებაში. კერძოდ, ბრძანების ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლებში საერთო ფართობი, საცხოვრებელი, საზაფხულო, მანსარდის, ავტოსადგომის, დამხმარე სათავსების, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საერთო ფართობი: 15858.24 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი: 10812.2 კვ.მ საზაფხულო ფართობი: 1039.25 კვ.მ მანსარდის ფართობი – 732.11 კვ.მ კიბისა და სადარბაზოს ფართობი – 1544.6 კვ.მ ავტოსადგომების ფართობი – 1679.81 კვ.მ დამხმარე სათავსების ფართობი – 50.27 კვ.მ 3.ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 ნოემბრის #1004665 ბრძანება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი; 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 19 ნოემბრის #1004665 ბრძანებასთან ერთად; 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. N7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 დეკემბერი, 2013გადაწყვეტილება1023267 - თანხმობა
- 30 ნოემბერი, 2013ქალაქის პასუხი
- 25 ნოემბერი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gegmebi koreqtirebuli.rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა