ქალაქი თბილისი , ქუჩა ხოშარაული , N 25 , (ნაკვეთი N5/35)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1028746
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 დეკემბერი, 2013
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზვიადი წაყაროზია
- დეველოპერი (ს/კ)
- 205010575
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.05.005.035
- მესაკუთრე
- შპს "ბაბუ" (205010575)
- ფართობი
- 10 405 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.05.005.035საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1181297
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 29 ნოემბერი, 2013
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 დეკემბერი, 2013ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, “დ” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს უზრუნველყოს ქალაქის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მთ შორის მონუმენტურ-დეკორატიული) მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, “გარე რეკლამის გავრცელების რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4-32 გადაწყვეტილებით დადგენილი გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება; იმავე პუნქტის “ე” ქვეპუნქტით სამსახურს უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურის უფლებამოსილებიდან გამომდინარე (გადასინჯოს წარმოდგენილი საპროექტო ობიექტების ვიზუალური მხარე და მისი შემდგომი განვითარების კუთხე) და იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ობიექტი განთავსებულია ქალაქის გეგმარებით კარკასზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, არქიტექტურის სამსახურს თქვენ მიერ ატვირთული ფოტომონტაჟის შესაბამისად სარეკლამო ბანერების განთავსება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. მიუღებელია მსგავსი მოცულობით და სტრუქტურული ფორმით, ფართო მასშტაბიანი, გრძივი პერიმეტრული სახით შენობის ფასადების ათვისება. შემცირდეს ბანერების გაბარიტული ზომები, ასევე მათზე განთავსებული წარწერები და სიმბოლიკები. თითო ფასადზე დამონტაჟდეს თითო აბრა. აღნიშნულის შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იყოს განხალებული ფოტომონტაჟები, შესაბამისი ზომების მითითებით. რაც შეეხება ფართის მესაკუთრეთა თანხმობას, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილია მხოლოდ 14 პირის თანხმობა. წარმოდგენილი უნდა იყოს კორპუსი #4–ის ყველა მობინადრის თანხმობა სარეკლამო ბანერების მონტაჟთან დაკავშირებით და ასევე უნდა მოგვაწოდოთ ცნობა საჯარო რეესტრიდან ამონაწერში დაფიქსირებული თანამესაკუთრის ვინაობის შესახებ და თუ აღნიშნული პირიც მე-4 კორპუსის მობინადრეა, დამატებით წარმოსადგენი იქნება მისი თანხმობა, ფასადზე სარეკლამო ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 დეკემბერი, 2013გადაწყვეტილება1028746
- 29 ნოემბერი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა