ქალაქი თბილისი , ქუჩა ქერჩის , N 6 , (ნაკვეთი N29/55)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1030858
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 დეკემბერი, 2013
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მალხაზ თინიკაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 209439099
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.05.029.055
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "გლდანი" (209439099)
- ფართობი
- 31 740 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.05.029.055საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1182659
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 დეკემბერი, 2013
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 დეკემბერი, 2013ქალაქის პასუხი
საპროექტო ობიექტის ფუნქცია: გაზგასამართი სადგური მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 01.11.05.029.055; ფუნქცია: საზოგადოებრივი ქალაქგეგმარებითი პარამეტრების განსაზღვრა: მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების ფუნქციური ზონა: საწარმოო ზონა 1 (ს–1); მიწის ნაკვეთის ფართობი: 31740 კვ.მ.; ქალაქგეგმარებითი პარამეტრების განსაზღვრა: მიწის ნაკვეთის მაქსიმალური კოეფიციენტი: კ1 =--; მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი: კ2 =--; მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი: კ3=--; მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების დომინირებული ფუნქციური სახეობა: სამრეწველო ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები; – შენობა–ნაგებობა განთავსდეს ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლის გათვალისწინებით საკადასტრო რუკით დადგენილ საზღვრების ფარგლებში ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების”- მუხლი 34-ის მიხედვით; -გათვალისწინებულ იქნეს ავტოგაზგასამართი სადგურის ფუნქციონირებისთვის დადგენილი ნორმები და წესები; -ობიექტის სპეციფიკაციიდან გამომდინარე გათვალისწინებულ იქნეს თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო მიდგომებისა და ტექნოლოგიების გამოყენება; -გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 დეკემბრის ბრძანება #1-1/2935 ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების შესახებ; – მიწისქვეშა სივრცის გამოყენება მოხდეს საპროექტო ობიექტის ფუნქციის და ნაკვეთის შესაძლებლობის შესაბამისად; - დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე)და საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ელექტროგადამცემ ანძებთან სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები; – საჭიროების შემთხვევაში განხორციელდეს მიწის ნაკვეთზე არსებული შენობების დემონტაჟი და ტერიტორიიდან გატანა, რასთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნეს იპოთეკარის თანხმობა; – ტერიტორიაზე კომუნიკაციების არსებობის შემთხვევაში დაცული იქნეს საპროექტო ობიექტის განთავსების ნორმები, ხოლო მათი გადატანის აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეთანხმდეს შესაბამის სამსახურებთან ან მფლობელებთან. პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოდგენილ იქნეს შემდეგი სამსახურების თანხმობები: - ქ. თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურიდან; - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან; - ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურიდან; - შემუშავებულ და წარმოდგენილ იქნეს საპროექტო ობიექტიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში; - ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით; – ტერიტორიის ტოპოგეგმა (მ 1:500), სადაც ნაჩვენები იქნება მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრები და არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელები (ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ); მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიაზე წარმოდგენილი იქნეს: - მშენებლობის ორგანიზების პროექტი (მხოლოდ უნდა მოიცავდეს მშენებლობის განხორციელების გრაფიკს მშენებლობის ეტაპების ხანგრძლივობის გათვალისწინებით); - საინფორმაციო აბრის (ბანერის) ფოტოსურათები (გადაღებული ახლო და შორი მანძილიდან); –იმ შემთხვევაში, თუ საპროექტო ობიექტი გასცდება იჯარის ხელშეკრულებით დადგენილი ტერიტორიის საზღვრებს, წარმოდგენილ იქნეს მესაკუთრის ნოტატიალურად დამოწმებული თანხმობა. - საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდილი საპროექტო ობიექტის ფართობის მიხედვით 1 კვ.მ-ზე 1 ლარის ოდენობით). მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლარი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით შემდეგი დოკუმენტაცია: ა. მიწის ნაკვეთის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; ბ. საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის კვლევა; გ. სავალდებულო საექსპერტო შეფასება საპროექტო ობიექტის კლასიდან გამომდინარე; დ. კონსტრუქციული პროექტი საპროექტო ობიექტის კლასიდან გამომდინარე; საპროექტო ტერიტორია კეთილმოეწყოს; - შენარჩუნებული იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები. ობიექტის პროექტში გათვალისწინებული იქნეს: - არსებობის შემთხვევაში ფანჯრების, ფრამუგებისა და კარის სპეციფიკაცია; - შენობის სახურავის გეგმა (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით); - შენობა-ნაგებობის ფასადები, ჭრილები, გეგმები; - გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის მოთხოვნები; - გამოიყოს ადგილი სანაგვე ყუთების განსათავსებლად; - საჭიროებისამებრ გათვალისწინებული იქნეს პანდუსის მოწყობა უნარშეზღუდულ პირთა თავისუფალი გადაადგილებისთვის; მშენებლობის ნებართვა გაიცემა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისად. მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან ხუთი წლის განმავლობაში. 2009 წლის 17 აპრილიდან კოეფიციენტების ანგარიში ხდება ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილებით
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 დეკემბერი, 2013გადაწყვეტილება1030858 - თანხმობა
- 5 დეკემბერი, 2013ფაილები აიტვირთა
ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა