ქალაქი თბილისი , დიღმის მასივი , ბაზართან არსებული უნივერსამის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1096192
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 იანვარი, 2014
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი რაზმაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 401948979
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.03.023.001
- მესაკუთრე
- შპს " ჯორჯია 444" (401948979) (401948979)
- ფართობი
- 685 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.03.023.001საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1183984
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 24 იანვარი, 2014
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 იანვარი, 2014ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განმეორებით განხილული იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ: ქ. თბილისის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, “დ” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს უზრუნველყოს ქალაქის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის, გარე გაფორმების ელემენტების (მთ შორის მონუმენტურ-დეკორატიული) მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, “გარე რეკლამის გავრცელების რეგულირების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის #4-32 გადაწყვეტილებით დადგენილი გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმება, მათი განხორციელება; იმავე პუნქტის “ე” ქვეპუნქტით სამსახურს უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურის უფლებამოსილებიდან გამომდინარე (გადასინჯოს წარმოდგენილი საპროექტო ობიექტების ვიზუალური მხარე და მისი შემდგომი განვითარების კუთხე) გაცნობებთ, რომ არქიტექტურის სამსახურს თქვენ მიერ ატვირთული ფოტომონტაჟის შესაბამისად სარეკლამო ბანერების განთავსება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ღობეზე გაკრული ბანერი საკმაოდ ფართო მასშტაბიანი და ამასთანავე გადატვირთულია სხვადასხვა სახის სიმბოლიკებით (ნახატებით), რაც მიუღებელია. ასევე არსებულ გარემოს კიდევ უფრო მეტად ტვირთავს საჩრდილობელი, მასზე სარეკლამო წარწერებით (თუმცა საჩრდილობლის მოწყობის შესახებ ინფორმაცია მოთხოვნის ტექსტში არ არის მითითებული). შემუშავებულ იქნას ბანერების და საჩრდილობლის განთავსების სხვა ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც არ იქნება ამოვარდნილი არსებული განაშენიანებიდან. აღნიშნულის შესაბამისად უნდა წარმოადგინოთ განახლებული ფოტომონტაჟი, დეტალურად მასალისა და ზომების დატანით, რამოდენიმე ხედის ფიქსაციით. აღნიშნულის შესახებ უკვე გეცნობათ სამსახურის №1048239 გადაწყვეტილებით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 იანვარი, 2014გადაწყვეტილება1096192 - სხვა
- 24 იანვარი, 2014ფაილები აიტვირთა
- 13 იანვარი, 2014ფაილები აიტვირთა
- 13 იანვარი, 2014ფაილები აიტვირთა
- 18 დეკემბერი, 2013ქალაქის პასუხი
- 12 დეკემბერი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა