ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 9
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1070967
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 იანვარი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- დავით გიორგობიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405001439
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.04.002.003
- მესაკუთრე
- შპს "მარინა ბიჩ ქლაბ ბათუმი" (404895798)
- ფართობი
- 2 239 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.04.002.003საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1184415
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 14 დეკემბერი, 2013
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 25 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 იანვარი, 2014ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექურის სამსახურის 2013 წლის 13 მაისის #681628 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2013 წლის 14 დეკემბერს #AR1184415 განცხადებით მომართეს შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტ“–ის დირექტორმა დავით გიორგობიანმა და შპს „ბოსფორ - სტროი ჯორჯია“–ს დირექტორის მურათ ავჯის წარმომადგენელმა მახარე მახარობლიშვილმა. განმცხადებლებმა მოითხოვეს ამავე სამსახურის 2013 წლის 13 მაისის #681628 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 13 მაისის #681628 ბრძანებით ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი–კრწანისი), გორგასალის ქ. #9–ში, შპს "მარინა ბიჩ ქლაბ ბათუმი"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა არსებული შენობის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლიდ მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 17 მაისიდან – 2015 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლოებრივ აქტში ცვლილება შევიდა სამსახურის 12.09.2013 წლის #893116 ბრძანებით და დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“. განმცხადებელები უთითებენ, რომ შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმეტი“ ახდენს მის ბალანსზე რიცხული მთლიანი აქტივების მიყიდვას შპს „ბოსფორ-სტროი ჯორჯია“-სთვის და ითხოვენ სამსახურის 2013 წლის 13 მაისის #681628 ბრძანებაში დამკვეთად შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“–ს ნაცვლად შპს „ბოსფორ-სტროი ჯორჯია“-ს დაფიქსირებას. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე და ვინაიდან, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის – შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტი“–ს დირექტორი თანხმობას აცხადებს სამსახურის 2013 წლის 13 მაისის #681628 ბრძანებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცახდებელთა მოთხოვნა და დამკვეთად მიუთითოს შპს „ბოსფორ-სტროი ჯორჯია“. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 მაისის #681628 ბრძანებაში და დამკვეთად მიეთითოს შპს „ბოსფორ-სტროი ჯორჯია“. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 მაისის #681628 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 იანვარი, 2014გადაწყვეტილება1070967 - თანხმობა
- 14 დეკემბერი, 2013ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- damatebiti informacia.rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა