ქალაქი თბილისი , მექანიზაციის ქუჩა N1 , (ნაკვეთი N1/95)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1085397
- გადაწყვეტილების თარიღი
- 21 იანვარი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რევაზ სვანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 200257907
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.12.001.095
- მესაკუთრე
- შპს "ცისკარი 2008" (200257907) (200257907)
- ფართობი
- 1 805 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.12.001.095საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1190662
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 16 იანვარი, 2014
- სახეობა
- კორექტირება
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 იანვარი, 2014ქალაქის პასუხი
ორი I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის და არსებული შენობის ფასადის რეკონსტრუქციის შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენი განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ეხება ქ. თბილისში, სექტორი – ნაძალადევი, მექანიზაციის ქუჩა #1, შ.პ.ს. "ცისკარი 2008"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი #001/095), ორი I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას და არსებული შენობის ფასადის რეკონსტრუქციის შესაძლებლობის დადასტურების შესახებ 2013 წლის 25 ნოემბერს გაცემულ №1012504 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას წარმოდგენილი ფოტომონტაჟის საფუძველზე. პასუხად გაცნობებთ, რომ ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თქვენს მიერ განსახორციელებელი სამუშაოები _ თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება I კლასის ობიექტს, რომლის მონტაჟი არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, თუმცა სამუშაოების განხორციელების შესაძლებლობას ადასტურებს ქ. თბილისის მერიის სსიპ ,,თბილისის არქიტექტურის სამსახური”. ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად სამსახურმა შეამოწმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან #882013368389 07.08.13წ. საკადასტრო კოდი #01.12.12.001.095; საპროექტო ფოტომონტაჟი და ესკიზური ნახაზი) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ადასტურებს ქ. თბილისში, სექტორი – ნაძალადევი, მექანიზაციის ქუჩა #1, შ.პ.ს. "ცისკარი 2008"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი #001/095), ორი I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობას და არსებული შენობის ფასადის რეკონსტრუქციის შესაძლებლობის დადასტურების შესახებ 2013 წლის 25 ნოემბერს გაცემულ №1012504 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესაძლებლობას წარმოდგენილი ფოტომონტაჟის საფუძველზე. აქვე გაცნობებთ, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ განსახორციელებელი სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოიპოვოთ შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ. ამასთან, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ვალდებული ხართ დაიცვათ კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ნორმები: • საკადასტო საზღვრიდან მინიმალური დაშორება 3 მეტრზე ნაკლების დროს სამეზობლო მხარეს არ შეიძლება კარის და ფანჯრის მოწყობა, ან შესაძლებელია მოეწყოს მინაბლოკი. • სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის მიწის ნაკვეთის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას დამკვეთმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში. • სამეზობლო საზღვრიდან 5.0 მეტრამდე მანძილზე ან საზოგადოებრივ საზღვრის მხარეს იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სიგანე 5.0 მ-ზე ნაკლებია, წვადი სამშენებლო მასალები უნდა იქნას დამუშავებული ცეცხლმედეგი ხსნარით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 21 იანვარი, 2014გადაწყვეტილება1085397 - თანხმობა
- 16 იანვარი, 2014ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა