OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით., (ნაკვ.1/74)

AR1193499სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება29 იანვარი, 2014- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1119985
გადაწყვეტილების თარიღი
12 თებერვალი, 2014
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე ქამუშაძე
დეველოპერი (ს/კ)
205038546

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.08.001.074
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "იბერია უძრავი ქონება" (205038546)
ფართობი
1 032 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1193499
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
29 იანვარი, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 12 თებერვალი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.11.2013 წ. #984049 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 29 იანვარს # AR1193499 განცხცადებით მომართა შპს ,,MG capital"–ის დირექტორის წარმომადგენელმა ალექსანდრე ქამუშაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 06.11.2013 წ. #984049 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება"-ს ნაცვლად შპს ,,MG capital"–ის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 06.11.2013 წ. #984049 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ვაკე, ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით (ნაკვ#1/74), ს/ს ,,იბერია უძრავი ქონება"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებარე საცხოვრებელი სახლის (სახლი#13) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლასთან დაკავშირებით ახალი მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დამკვეთად მითითებულია ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება“. განმცხადებელმა წარმოადგინა „უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება“ („უფლების დამთმობი“) გადასცემს, ხოლო შპს,,MG capital“ („უფლების მიმღები“) საკუთრებაში იღებს ყველა იმ სამოქალაქო სამართლებრივ უფლებას, რაც „უფლების დამთმობს“ როგორც მენაშენეს გააჩნია, მათ შორის: შესაბამისი ნებართვების მოპოვების მიზნით, სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების, აგრეთვე, სამშენებლო–საპქროექტო დოკუმენტაციაში ნებისმიერი ცვლილების/კორექტირების განხორციელებისა და შეთანხმების უფლებამოსილება შესაბამის ორგანოებთან. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულიდან გათვალისწინებით, ვინაიდან, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება" თანახმაა სამსახურის ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდეს შპს,,MG capital“, რომელსაც გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი და აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.11.2013 წ. #984049 ბრძანებაში და დამკვეთად ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება"-ს ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ,,MG capital" (საიდენტიფიკაციო კოდი: 205188447). 2.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 06.11.2013 წ. #984049 ბრძანებასთან ერთად. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქ. #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 12 თებერვალი, 2014გადაწყვეტილება1119985 - თანხმობა
  3. 29 იანვარი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა