ქალაქი თბილისი , ბაგების მიმდებარედ , წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით. , (ნაკვ.1/61) / ქალაქი თბილისი , ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით., კორპ. N2 / ქალაქი თბილისი , ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით., კორპ. N3
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1119968
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 თებერვალი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ალექსანდრე ქამუშაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205038546
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.08.001.112
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "იბერია უძრავი ქონება" (205038546)
- ფართობი
- 5 210 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.08.001.112საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1193529
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 29 იანვარი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 თებერვალი, 2014ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.07.2013წ. #775797 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 29 იანვარს # AR1193529 განცხცადებით მომართა შპს ,,MG capital"–ის დირექოტრის წარმომადგენელმა – ალექსანდრე ქამუშაძემ და მოითხოვა სამსახურის 23.07.2013წ. #775797 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად, ს.ს ,,იბერია უძრავი ქონება"-ს ნაცვლად, შპს ,,MG capital"–ის დაფიქსირება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 23.07.2013წ. #775797 ბრძანებით ქალაქი თბილისი, ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით, კორპ. N2 / ქალაქი თბილისი, ბაგების მიმდებარედ, წყნეთის გზატკეცილის სამხრეთით, კორპ. N3, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.14.08.001.112) შეთანხმდა N2 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დამკვეთად დაფიქსირებულია ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება“. განმცხადებელმა წარმოადგინა „უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ს.ს,,იბერია უძრავი ქონება“ („უფლების დამთმობი“) გადასცემს, ხოლო შპს,,MG capital“ („უფლების მიმღები“) საკუთრებაში იღებს ყველა იმ სამოქალაქო სამართლებრივ უფლებას, რაც „უფლების დამთმობს“ როგორც მენაშენეს გააჩნია, მათ შორის: შესაბამისი ნებართვების მოპოვების მიზნით, სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების, აგრეთვე, სამშენებლო–საპქროექტო დოკუმენტაციაში ნებისმიერი ცვლილების/კორექტირების განხორციელებისა და შეთანხმების უფლებამოსილება შესაბამის ორგანოებთან. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ვინაიდან, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ს.ს,,იბერია უძრავი ქონება" თანახმაა სამსახურის ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ,,MG capital“, რომელსაც გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი და აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.07.2013წ. #775797 ბრძანებაში, კერძოდ, დამკვეთად, დამკვეთად, ს.ს,,იბერია უძრავი ქონება"-ს ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს ,,MG capital". 2.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.07.2013წ. #775797 ბრძანებასთან ერთად. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. N7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 თებერვალი, 2014გადაწყვეტილება1119968 - თანხმობა
- 29 იანვარი, 2014ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- saproeqto uflebebis gadacema.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა