ქალაქი თბილისი , ქუჩა ყიფშიძე , N 7 , (ნაკვეთი N3/130)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1122012
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 თებერვალი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 12 ნოემბერი, 2013 – 12 ივლისი, 2014
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ალექსანდრე ქამუშაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 205038546
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.14.003.130
- მესაკუთრე
- შპს "იბერია უძრავი ქონება" (205038546) (205038546)
- ფართობი
- 4 274 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.14.003.130საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1195184
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 7 თებერვალი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 თებერვალი, 2014გადაწყვეტილება1122012 - თანხმობა
- 14 თებერვალი, 2014ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.11.2013 წ. # 991593 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 07 თებერვალს #AR1195184 განცხცადებით მომართა შპს ,,MG capital"–ის დირექტორის წარმომადგენელმა ალექსანდრე ქამუშაძემ და მოითხოვა სამსახურის 12.11.2013 წ. # 991593 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება"-ს ნაცვლად შპს ,,MG capital"–ის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 12.11.2013 წ. # 991593 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ყიფშიძის ქუჩა #7-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #01.14.14.003.130) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 12 ნოემბრიდან 2014 წლის 12 ივლისის ჩათვლით. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დამკვეთად მითითებულია ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება“. განმცხადებელმა წარმოადგინა „უძრავ ქონებასთან დაკავშირებული უფლებების გადაცემის შესახებ“ 2014 წლის 4 თებერვლის შეთანხმება, რომლის თანახმად, ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება“ („უფლების დამთმობი“) გადასცემს, ხოლო შპს ,,MG capital“ („უფლების მიმღები“) საკუთრებაში იღებს ყველა იმ სამოქალაქო სამართლებრივ უფლებას, რაც „უფლების დამთმობს“ როგორც მენაშენეს გააჩნია (საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: #01.14.14.003.130), მათ შორის: შესაბამისი ნებართვების მოპოვების მიზნით, სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმების, აგრეთვე, სამშენებლო–საპქროექტო დოკუმენტაციაში ნებისმიერი ცვლილების/კორექტირების განხორციელებისა და შეთანხმების უფლებამოსილება შესაბამის ორგანოებთან. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულიდან გათვალისწინებით, ვინაიდან, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრის ამონაწერში დაფიქსირებული ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება" თანახმაა სამსახურის ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდეს შპს,,MG capital“, რომელსაც გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი და აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.11.2013 წ. # 991593 ბრძანებაში და დამკვეთად ს.ს. ,,იბერია უძრავი ქონება"-ს ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ,,MG capital""(საიდენტიფიკაციო კოდი: 205188447). 2.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 12.11.2013 წ. # 991593 ბრძანებასთან ერთად. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქ. #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 თებერვალი, 2014ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- saproeqto yipshidze, mindobiloba.rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა