OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტის , N 5

AR1203759სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 მარტი, 2014- წყნეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1176765
გადაწყვეტილების თარიღი
19 მარტი, 2014
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კობა კობალაძე
დეველოპერი (ს/კ)
204896773

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.06.006.004
მესაკუთრე
შპს "კომბინატი-13" (204896773) (204896773)
ფართობი
17 437 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1203759
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
12 მარტი, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 მარტი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – არქიტექტურის სამსახური გაეცნო თქვენს 03.12.2014 წლის AR1203759 განცხადებას, რომლითაც ითხოვთ თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.14.06.006.004) მრავალბინიანი სახლის განვითარების თაობაზე, შესაბამისი ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემას. პასუხად გაცნობებთ, შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.14.06.006.004) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის მიხედვით ვრცელდება სპეციალური ზონა 1 და ნაწილობრივ, ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ).სპეციალური ზონა 1 (სპეცზ–1) ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ“ 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად, სპეციალური ზონა 1 (სპეცზ–1),რომელიც განთავსებულია განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან საზღვრებს გარეთ, სადაც დასაშვებია სასწავლო, სამედიცინო კომპლექსები, სამეცნიერო-კვლევითი, სამეცნიერო-საწარმოო დაწესებულებების, აგრეთვე საქალაქო ინფრასტრუქტურის მომსახურებისა და სასაწყობო ობიექტების განთავსება; ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ), რომელიც “წარმოადგენს თბილისის (ადმინისტრაციულ) საზღვრებში არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების განთავსება კანონმდებლობის შესაბამისად”. ზემოაღნიშნულ საკადასტრო ერთეულზე არქიტექტურის სამსახურის მიერ 30.05.2012წ. #165706 გადაწყვეტილებით გაცემულია განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ–ს) გეგმარებითი დავალება მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსების მიზნით. გამომდინარე აქედან, ტერიტორიის განვითარება უნდა მოხდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში და ზემოაღნიშნული გრგ–ს დავალების შესაბამისად უნდა დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი. განაშენიანების რეგულირების გეგმა წარმოადგენს – „ქალაქთმშენებლობით დოკუმენტს, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას“ (ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილება).

    მეტის ჩვენება
  2. 19 მარტი, 2014გადაწყვეტილება1176765 - უარი
  3. 12 მარტი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა