ქალაქი თბილისი , რკინიგზის ვაგზლის წინა მიწისქვეშა მოედანი,
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1224116
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 აპრილი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნიკოლოზ შატბერაშვილი
- ორგანიზაცია
- 3828
- დეველოპერი (ს/კ)
- 202901333
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.16.01.005.035
- მესაკუთრე
- შპს "ექსკალიბური" (202901333)
- ფართობი
- 3 831 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.16.01.005.035საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1207766
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 მარტი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 25 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 აპრილი, 2014ქალაქის პასუხი
თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 27.12.2013წ. #1062899 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 03/28/2014წ. #AR1207766 განცხადებით მომართა ნიკოლოზ შატბერაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 27.12.2013წ. #1062899 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 24.03.2014წ. 27.12.2013წ. #1062899 ბრძანებით გაუქმებულად ჩაითვალა ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ 2002 წელს მომზადებულ გეგმაზე ქ. თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, რკინიგზის ვაგზლის წინა მიწისქვეშა მოედანზე კომერციული ცენტრი „ექსკალიბური“-სათვის მიწის ნაკვეთის გეგმაზე დატანილი სერვიტუტი. განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების ტექსტში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, ბრძანებაში მითითებულია კომერციული ცენტრი „ესკალიბული“, ნაცვლად „ექსკალიბურისა“, ხოლო მიწის ნაკევთის ფართობად დაფიქსირებულია 2500.00 კვ.მ, ნაცვლად 3831.00 კვ.მ–სა. გარდა აღნიშნულისა, ბრძანების ტექსტში არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი, აგრეთვე, შპს–ს საიდენტიფიკაციო კოდი. მიღებული ბრძანების გადამოწმების შედეგად, სამსახურმა დაადგინა, რომ ტექსტში ნამდვილად დაშვებულია ტექნიკური შეცდომები, კერძოდ: მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სახელწოდებას, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად, წარმოადგენს შპს "ექსკალიბური" (202901333), ხოლო ბრძანებაში მითითებულია „ესკალიბული“; საჯარო რეესტრის ამონაწერის (საკადასტრო კოდი: 01.16.01.005.035; რეგისტრაციის #882013449871; მომზადების თარიღი: 20/09/2013) მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართობს შეადგენს 3831.00 კვ.მ, ხოლო ბრძანების ტექსტში დაფიქსირებულია 2500.00 კვ.მ. გარდა აღნიშნულისა, 27.12.2013წ. #1062899 ბრძანებაში გამორჩენილია მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი და შპს–ს საიდენტიფიკაციო კოდი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სამსახურის 27.12.2013წ. #1062899 ბრძანებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა, გაასწოროს ტექნიკური ხარვეზი ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ 1.გასწორდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 27.12.2013წ. #1062899 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომები და ბრძანების ტექსტში შპს–ს სახელწოდებად, „ესკალიბულის“ ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს "ექსკალიბური“, მიწის ნაკვეთის ფართობად – 3831.00 კვ.მ, ნაცვლად 2500.00 კვ.მ–სა, აგრეთვე, დაემატოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 01.16.01.005.035 და შპს–ს საიდენტიფიკაციო კოდი: 202901333. 2.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 27.12.2013წ. #1062899 გადაწყვეტილებასთან ერთად. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. N7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 აპრილი, 2014გადაწყვეტილება1224116 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა