ქალაქი თბილისი , ქუჩა ბროსე , N 2
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1226355
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 მაისი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბესარიონ კალანდაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 203825682
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.04.005.037
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "აიდეკო" (203825682) (203825682)
- ფართობი
- 4 361 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.04.005.037საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1211808
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 აპრილი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 მაისი, 2014ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.04.2014 წლის #1208822 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 11 აპრილს # AR1211808 განცხადებით მომართა ბესარიონ კალანდაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 08.04.2014 წლის #1208822 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 08.04.2014 წლის #1208822 ბრძანებით ქ. თბილისში (სექტორი–მთაწმინდა), ბროსეს ქ. #2–ში, სააქციო საზოგადოება ,,აიდეკო''–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლასთან დაკავშირებით გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა. სამსახურმა საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ ზემოაღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ: დამკვეთის მიერ წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის საფუძველზე ირკვევა, რომ განმცხადებელი ითხოვდა მშენებლობის ვადის 6 კვირით გაგრძელებას, ხოლო სამსახურის 08.04.2014 წლის #1208822 ბრძანებაში მშენებლობის ვადად „2014 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 22 მაისის ჩათვლით“ ნაცვლად მითითებულია „2014 წლის 10 აპრილიდან 2013 წლის 22 მაისის ჩათვლით“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს სამსახურის 08.04.2014 წლის #1208822 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა მშენებლობის ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.04.2014 წლის #1208822 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომა და ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: "2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 10 აპრილიდან 2014 წლის 22 მაისის ჩათვლით“. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ– ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 08.04.2014 წლის #1208822 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 მაისი, 2014გადაწყვეტილება1226355 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა