OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , N 34

AR1219632კორექტირებასხვა დანიშნულება14 მაისი, 2014
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

დამკვეთი

სახელი
სოფიო მანჯგალაძე
დეველოპერი (ს/კ)
202207450

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.03.040.317
მესაკუთრე
შპს "სამედიცინო ცენტრი ქირონი" (202207450)
ფართობი
1 039 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1219632
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 მაისი, 2014
სახეობა
კორექტირება

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 მაისი, 2014ქალაქის პასუხი

    კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ტერიტორიაზე პირველი კლასის დაცვის ოთახების და სათავსოს მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობის დადასტურების თაობაზე. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენი განცხადება თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ეხება ქ. თბილისში, სექტორი-ვაკე, ალ. ყაზბეგის გამზ. №34-ში შპს "სამედიცინო ცენტრი ქირონი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №040/317), კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ტერიტორიაზე პირველი კლასის დაცვის ოთახების და სათავსოს მშენებლობის განხორციელებას. პასუხად გაცნობებთ, რომ “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 65-ე მუხლში საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 აგვისტოს #315 დადგენილებით შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც თქვენს მიერ განსახორციელებელი სამუშაოები თავისი მახასიათებლებით განეკუთვნება I კლასის ობიექტს, რომელსაც არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა და რომლის განთავსებაზეც სამსახური გასცემს წერილობით თანხმობას. ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად სამსახურმა შეამოწმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან N 882014161429 03/04/2014წ. საკადასტრო კოდი N 01.14.03.040.317; არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული №1243755 29.04.2014წ. გადაწყვეტილება; კორექტირებული ფოტომონტაჟი) ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობა და ადასტურებს ქ. თბილისში, სექტორი-ვაკე, ალ. ყაზბეგის გამზ. №34-ში შპს "სამედიცინო ცენტრი ქირონი"-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი №040/317), კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე ტერიტორიაზე პირველი კლასის დაცვის ოთახების და სათავსოს მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას ვალდებული ხართ დაიცვათ კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები და ნორმები: • საკადასტო საზღვრიდან მინიმალური დაშორება 3 მეტრზე ნაკლების დროს სამეზობლო მხარეს არ შეიძლება კარის და ფანჯრის მოწყობა, ან შესაძლებელია მოეწყოს მინაბლოკი. • სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვარზე, მეზობლის მიწის ნაკვეთის მხარეს შენობის სახურავის მოწყობისას დამკვეთმა/მესაკუთრემ უნდა უზრუნველყოს ისეთი საინჟინრო ღონისძიებების განხორციელება, რაც ააცილებს ატმოსფერული ნალექების მოხვედრას მეზობლის მიწის ნაკვეთში. • სამეზობლო საზღვრიდან 5.0 მეტრამდე მანძილზე ან საზოგადოებრივ საზღვრის მხარეს იმ შემთხვევაში, როდესაც ქუჩის სიგანე 5.0 მ-ზე ნაკლებია, წვადი სამშენებლო მასალები უნდა იქნას დამუშავებული ცეცხლმედეგი ხსნარით.

    მეტის ჩვენება
  2. 29 მაისი, 2014ქალაქის პასუხი
  3. 29 მაისი, 2014ფაილები აიტვირთა
  4. 22 მაისი, 2014ქალაქის პასუხი
  5. 22 მაისი, 2014ფაილები აიტვირთა
  6. 14 მაისი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები6

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა