OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარედ

AR1220679ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება22 მაისი, 2014- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1294011
გადაწყვეტილების თარიღი
28 მაისი, 2014
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მალხაზი თურქაძე
დეველოპერი (ს/კ)
202050699

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.03.051.011
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "დიდუბის ავტოვაგზალი" (202050699) (202050699)
ფართობი
8 350 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1220679
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
22 მაისი, 2014
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 მაისი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენ მიერ ელექტორულად ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე და მიმდებარე ტერიტორიაზე დამუშავებულია განაშენიანების რეგულირების „ჩარჩო-გეგმა“, რომელიც განსაზღვრავს ამ ტერიტორიების ქალაქმშენებლობითი განვითარების სტრატეგიულ მიმართულებას, დაზუსტებულ ზონებს და ქვეზონებს, ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალებს, მათ მიმართულებებს, კავშირებსა და კატეგორიებს. ჩასატარებელი სამუშაოები შეუსაბამობაშია ზემოაღნიშნულ „ჩარჩო გეგმასთან“ და ეწინააღმდეგება ამ დოკუმენტით განსაზღვრულ განვითარების ძირითად პრინციპებს. ამასთან, საპროექტო ტერიტორია წარმოადგენს მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძის მოწყობის არეალს, რომლის ფარგლებშიც შეზღუდულია ყველა სახის შენობა–ნაგებობის განთავსება. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ქ. თბილისის ფარგლებში გამოიყოფა განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა, რომელიც გამოირჩევა სამშენებლო რეგულირების შესაბამისი ხარისხით და ამ ზონისათვის შემუშავებული დაცვის რეჟიმის კონკრეტული პირობებით. ასევე “ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის შექმნისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის სსიპ – არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესების მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ასევე, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად სამსახურის ერთ-ერთ ფუნქციას განეკუთვნება ქ. თბილისის ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის პოლიტიკის რეალიზაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამუშავება, მათში ცვლილებების შეტანა და დადგენილი წესით მათი დამტკიცება, გარდა ამისა, ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურის კომპეტენციას წარმოადგენს ქალაქის მშენებლობისა და კეთილმოწყობის რეგულირება, სამსახურს თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობების ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. “სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მასთან დაკავშირებული უფლებამოსილი ორგანოს მიერ განხორციელებული თითოეული ქმედება უნდა შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს. თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-საამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. სამსახურს, მისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე შესაძლებლად არ მიაჩნია გასცეს შესაბამისი წერილობითი თანხმობა წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით (სავაჭრო პავილიონის) შენობა–ნაგებობების მშენებლობაზე. საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე სავაჭრო პავილონი ვერ უზრუნველყოფს ისეთი განაშენიანების ჩამოყალიბებას, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩამოყალიბებულ ურბანულ გარემოს და წარმოდგენილი ფოტომონტაჟის მიხედვით სავაჭრო პავილიონის განთავსება გამოიწვევს დისონანს არსებულ განაშენიანებაში. ამასთანავე წარმოდგენილი სახით პრეცენდენტის დაშვება შესაძლებელია შემდგომში გახდეს ანალოგიური მოთხოვნების წარმოდგენისა და მსგავსი ფაქტების დამკვიდრების საფუძველი, რაც მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას იქონიებს ქალაქის და ამ კონკრეტული ტერიტორიის განაშენიანება/განვითარებაზე.

    მეტის ჩვენება
  2. 28 მაისი, 2014გადაწყვეტილება1294011 - უარი
  3. 22 მაისი, 2014ფაილები აიტვირთა
  4. 22 მაისი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა