ქალაქი თბილისი , ქუჩა ქავთარაძე , N 21
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1308190
- გადაწყვეტილების თარიღი
- 4 ივნისი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მამუკა თათოშვილი
- ორგანიზაცია
- 5702
- დეველოპერი (ს/კ)
- 401963005
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.04.029.082
- მესაკუთრე
- შპს "ჯი-ემ-სი" (401963005)
- ფართობი
- 709 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.04.029.082საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1223930
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 მაისი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 ივნისი, 2014ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 24.12.2013 წ. №1032198 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს (შემდგომში – არქიტექტურის სამსახური) 28.05.2014 წ. №AR1223930 ელექტრონული განაცხადით მომართა მამუკა თათოშვილმა და მოითხოვა არქიტექტურის სამსახურის 24.12.2013 წ. №1032198 ბრძანებაში ცვლილებების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებელებთან დაკავშირებით. არქიტექტურის სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა შემდეგი: 24.12.2013 წ. №1032198 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქავთარაძის ქუჩა №21–ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.04.029.082) საოფისე შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთებად მითითებულნი არიან შპს „ჯი–ემ–სი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 401963005) და მამუკა თათოშვილი. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის ნომერი: 569220; განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B13004579; ამონაწერის მომზადების თარიღი: 21/01/2013 11:49:03) თანახმად, შპს „ჯი–ემ–სი“–ს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მამუკა თათოშვილი. განმცხადებელი – მამუკა თათოშვილი ითხოვს 28.05.2014 წ. №AR1223930 განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი განმარტებითი ბარათის და გეგმა–ნახაზების შესაბამისად ცვლილების შეტანას არქიტექტურის სამსახურის 24.12.2013 წ. №1032198 ბრძანებაში მითითებულ საოფისე, სასაწყობე, საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და საერთო ფართების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში. მამუკა თათოშვილის 28.05.2014 წ. №AR1223930 განცხადებაზე დართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმა-ნახაზებზე მითითებული შენობა–ნაგებობის შიდა ფართების დათვლისას დაშვებული იქნა შეცდომები, დაანგარიშებული ფართობების ჯამი არ შეესაბამება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ასახულ ფართობს. შესაბამისად, არქიტექტურის სამსახურმა დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართები, რაც შემდგომ აისახა არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემულ 24.12.2013 წ. №1032198 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, წარმოდგენილ გეგმა–ნახაზებსა და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებში მითითებული ფართები შეესაბამება ერთმანეთს, არქიტექტურის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მამუკა თათოშვილის 28.05.2014 წ. №AR1223930 განცხადება. 2. შეტანილ იქნას ცვლილება არქიტექტურის სამსახურის 24.12.2013 წ. №1032198 ბრძანებაში, კერძოდ: ა) ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში მითითებული საერთო, საოფისე, საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და სასაწყობე ფართები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: · საერთო ფართობი (კვ.მ).: - 1329 · საოფისე ფართობი (კვ.მ).: - 1158.26 · საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: – 52.76 <span style="font-size: small; font-family: Symbol;" lang="GE
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 ივნისი, 2014გადაწყვეტილება1308190 - თანხმობა
- 28 მაისი, 2014ფაილები აიტვირთა
ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- output.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა