OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 39

AR1227938სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება10 ივნისი, 2014- თელეთი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1321779
გადაწყვეტილების თარიღი
11 ივნისი, 2014
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე აბულაძე
დეველოპერი (ს/კ)
404456110

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.04.006.027
მესაკუთრე
შპს "ქალაქ თბილისის 12 შერეული ტიპის პოლიკლინიკა" (404456110)
ფართობი
383 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1227938
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
10 ივნისი, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 11 ივნისი, 2014ქალაქის პასუხი

    თქვენი AR1227938 10.06.2014 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით #01.18.04.006.027 დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი-რუკის მიხედვით მდებარეობს საზოგადოებრივ–საქმიან ზონა 2–სა (სსზ–2) და საცხოვრებელ ზონა 3-ში (სზ-3). სსზ–2 წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საზოგადოებრივ–საქმიანი ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. შესაძლებელია საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის ფუნქციონირების უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების/სამყოფების, როგორც არადომინირებული სახეობის არსებობა, რეკომენდირებულია არა უმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის. (25.11.2011 N 12-55) აღნიშნულ ზონაში ასევე დასაშვებია დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა. ქალაქთმშენებლობითი პარამეტრებია: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტია კ–1=0,7, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტია კ–2=4.6, მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტია კ–3=0,1. სზ–3 წარმოადგენს დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 29 მარტის #4-13 გადაწყვეტილების დანართი 1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობების არსებობა. კოეფიციენტები: მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ1)-0,5 მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2)-1.5 მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3) 0,2 დამატებით გაცნობებთ, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთი მდებარეობს სახელმწიფო დაცვისა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში საკითხი უნდა გადაიგზავნოს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განსახილველად. საკითხს განიხილავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. ამისათვის გარდა თქვენს მიერ წამოდგენილი დოკუმენტაციისა, საჭიროა ამავე განაცხადის დამატებით ველში ატვირთოთ: ესკიზური პროექტი Pdf ფაილი; საპროექტო და მიმდებარე ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურულ ანალიტიკური კვლევა. ამასთან ვინაიდან მიმდებარე საკადასტროების გათვალისწინებით მიწის ნაკვეთამდე არ ფიქსირდება მისასვლელი სამანქანო გზა, წარმოდგენილი უნდა იქნეს გენგეგმა მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი სამანქანო გზის ჩვენებით. ტერიტორიაზე მოქმედ ფუნქციურ ზონებში პილიკლინიკის განთავსება შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური (ზონალური) ნებართვის საფუძველზე, რომელსაც ანიჭებს ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, სამსახური საკითხს წარადგენს „ზონალურ“ კომისიაზე განსახილველად. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებისთვის განკუთვნილი ვადა განისაზღვრება 12 სამუშაო დღით. განცხადება სამსახურში შემოსულია 2014 წლის 10 ივნისს, საკითხის განსახილველად სამსახურმა გამოიყენა 2 სამუშაო დღე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად, რომლის შემდეგ სამსახურს დარჩენილი აქვს 10 სამუშაო დღე. თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება წარმოდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტაცია, საკითხი დარჩეს განუხილველი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება ხსენებული განაცხადის წარმოდგენის შემდგომ.

    მეტის ჩვენება
  2. 11 ივნისი, 2014გადაწყვეტილება1321779 - სხვა
  3. 10 ივნისი, 2014ფაილები აიტვირთა
  4. 10 ივნისი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა