OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა მარჯანიშვილი , N 29

AR1227951სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება10 ივნისი, 2014
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1503501
გადაწყვეტილების თარიღი
6 ოქტომბერი, 2014
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლეილა მესხი
დეველოპერი (ს/კ)
202904731

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.16.05.003.007
მესაკუთრე
შპს "ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემია" (202904731)
ფართობი
0 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1227951
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
10 ივნისი, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
118 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 ოქტომბერი, 2014ქალაქის პასუხი

    თქვენი AR1227951 (06.10.2014) განაცხადის პასუხად, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, კ. მარჯანიშვილის ქუჩა #29-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით: #01.16.05.003.007) სასტუმროს განსათავსებლად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადებას, გაცნობებთ შემდეგს: წარმოდგენილი საპროექტო მიწის ნაკვეთი მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, გამომდინარე აქედან, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საკითხი განიხილა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ (იხ. დანართი: 01.07.2014 ოქმი #დ/13/12/13). მათი გადაწყვეტილების შესაბამისად მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ საპროექტო ტერიტორიაზე ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების შემდგომ (დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილი-რუკის მიხედვით წარმოდგენილ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1), სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1), საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2) და საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6)). სამსახურმა ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილების საკითხი (სარეკრეაციო ზონა 1 (რზ-1)-ის, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1)-ის, საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 (სსზ-2)-ის და საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6)-ის სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ად) განსახილველად წარადგინა ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის 2014 წლის 9 სექტემბრის #26 სხდომაზე (იხ. დანართი), სადაც მიიღო დადებითი რეკომენდაცია. საკითხი შემდგომი განხილვისთვის წარდგენილი იქნება ქალაქ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომლის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებაც სამსახური გაცნობებთ დამატებით. ასევე გაცნობებთ, რომ „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2) წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი, გაზონი), ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართი -1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები, რომლის შესაბამისადაც სარეკრეაციო ზონა 2 (რზ-2)-ში სასტუმროს განთავსება შესაძლებელია სპეციალური ზონალური ნებართვის საფუძველზე, შესაბამისად, სანამ არ მოხდება ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილება, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის საკითხი. მხოლოდ აღნიშნულის განხორციელების შემდგომ იქნება შესაძლებელი თავიდან დააყენოთ მოთხოვნა ახალი განაცხადით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადების თაობაზე.

    მეტის ჩვენება
  2. 6 ოქტომბერი, 2014გადაწყვეტილება1503501 - უარი
  3. 10 ივნისი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა