OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 40

AR1232574სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 ივნისი, 2014
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1362658
გადაწყვეტილების თარიღი
3 ივლისი, 2014
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვაჟა გოგოლაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
204398892

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.09.005.024
მესაკუთრე
შპს "ნაქერალა" (204398892)
ფართობი
2 461 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1232574
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
26 ივნისი, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ივლისი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1232574 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.18.09.005.024) მრავალფუნქციური შენობა–ნაგებობის განთავსების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვრცელდება სამრეწველო ზონა 1 (ს–1) და საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად სამრეწველო ზონა 1 (ს–1 განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები; შესაძლებელია სამრეწველო ზონა 1 (ს-1)-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო საზოგადოებრივ–საქმიანი ზონა 2 (სსზ–2) წარმოადგენს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონას, მათ შორის კარკასი სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს ობიექტები საზოგადოებრივი დანიშნულების ფუნქციებით. (იხ. დანართი) აქვე გაცნობებთ, რომ მოცემული მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: #01.18.09.005.024) ხვდება, გზის მოდერნიზაციისთვის დაგეგმილ შეზღუდვაში: „საქართველოს საავტომობილო გზების რიგ მონაკვეთებზე რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის (მშენებლობის) სამუშაოების განხორციელების მიზნით, ზოგიერთ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ 2009 წლის 18 თებერვლის #104 (ცვლილება 25.04.2013წ. #340) საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით. 2009-2011 წლიდან დაგეგმილია გზების მონაკვეთების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები, მათ შორის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გორი-სამტრედიის მონაკვეთის, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთებისა და ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის ფონიჭალა-მარნეულის მონაკვეთის. ზემოაღნიშნულ საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციით გათვალისწინებულ მონაკვეთებზე საპროექტო გადაწყვეტილებებით დაგეგმილი სამუშაოების დასრულებამდე შეჩერებული იქნა გზის ღერძიდან 100 მეტრიან ზოლში მიწების გასხვისება ან გზისპირა ინფრასტრუქტურის ობიექტების განთავსებაზე ნებართვების გაცემა. ყოველივე ზეამოღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა, მოცემული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ივლისი, 2014გადაწყვეტილება1362658 - უარი
  3. 26 ივნისი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა