OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი

AR1235537სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 ივლისი, 2014- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1389370
გადაწყვეტილების თარიღი
31 ივლისი, 2014
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი გელაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405004622

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.034.822
მესაკუთრე
ნინო კიკნაძე (P/N: *********67)
ფართობი
900 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1235537
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 ივლისი, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
19 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 31 ივლისი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ– თბილისის არქიტექტურის სამსახურის 02.04.2014წ. #1202683 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 07/12/2014წ. #AR1235537 განაცხადით მომართეს გიორგი გელაშვილმა და თამაზ კიკნაძემ და მოითხოვეს სამსახურის 02.04.2014წ. #1202683 ბრძანების ძალდაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 02.04.2014წ. #1202683 ბრძანებით, ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #01.72.14.034.822) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 03 აპრილიდან 2019 წლის 03 აპრილის ჩათვლით, ხოლო დამკვეთად დაფიქსირდა შპს "მშენებელი 2013". დღეისათვის, განმცხადებლები ითხოვენ 02.04.2014წ. #1202683 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან, დამკვეთს აღარ აქვს აქვს ინტერესი აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები აღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B14005364, ამონაწერის მომზადების თარიღი: 22/01/2014 15:02:05) დგინდება, რომ დამკვეთის, შპს "მშენებელი 2013"–ის დირექტორს წარმოადგენს განმცხადებელი გიორგი გელაშვილი. ამასთან, სამსახურში წარმოდგენილი სამშენებლო ობიექტზე არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათებიდან ირკვევა, რომ სამშენებლო ობიექტზე ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტის საფუძველზე მშენებლობა ნაწარმოები არ არის. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, დამკვეთს აღარ გააჩნია, ზემოთ მითითებული აღმჭურველი ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საპროექტო ობიექტის სამშენებლოდ გავითარების ინტერესი და მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლების მოთხოვნა ინიდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს გიორგი გელაშვილისა და თამაზ კიკნაძის 07/12/2014წ. #AR1235537 განაცხადი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მერიის სსიპ - თბილისის არქიტექტურის სამსახურის 02.04.2014წ. #1202683 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის.: ჟ. შარტავას ქუჩა #7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 31 ივლისი, 2014გადაწყვეტილება1389370 - თანხმობა
  3. 10 ივლისი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა