ქალაქი თბილისი , გამზირი ქ. წამებულის , N71
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1420039
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 აგვისტო, 2014
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 24 ივლისი, 2014 – 24 ივლისი, 2016
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გოჩა ლომიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406122869
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.12.005.024
- მესაკუთრე
- შპს "მერიდიანი 2007" (206284876)
- ფართობი
- 1 002 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.12.005.024საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1236030
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 9 ივლისი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 27 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 აგვისტო, 2014ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 10/16/2013წ. #947495 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურს 07/09/2014წ. #AR1236030 განაცხადით მომართა გოჩა ლომიძემ და მოითხოვა სამსახურის 23.07.2014წ. #1402246 ბრძანებაში, დამკვეთის ინფორმაციაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 23.07.2014წ. #1402246 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი (ისანი), ქ. წამებული სგამზ. #71-ში, შპს „მერილიონის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური (სასტუმრო, ლუდის ბარი) კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 24 ივლისიდან 2016 წლის 24 ივლისის ჩათვლით, ხოლო დამკვეთად დაფიქსირდა შპს „მერიდიანი 2007“ (ს.კ. 206284876). საჯარო რეესტრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის #882014350610, მომზადების თარიღი 09/07/2014წ. ს/კ 01.17.12.005.024) დასტურდება, რომ სამშენებლო უძრავი ქონება, დღეისათვის, წარმოადგენს შპს „მერილიონის“ (ს.კ.406122869) საკუთრებას. წინამდებარე განაცხადით, სამსახურს ცვლილების მოთხოვნით მომართავს დამკვეთის, შპს „მერიდიანი2007“–ის დირექტორი გოჩა ლომიძე (ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან განაცხადის რეგისტრაციის ნომერი B14068821, მომზადების თარიღი: 03/07/2014). „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე–20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.“ ვინაიდან, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მერილიონი“, რომელსაც გააჩნია ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, ხოლო 23.07.2014წ. #1402246 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებული შპს „მერიდიანი“ თანახმაა ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების შეტანაზე, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და დამკვეთად შპს „მერიდიანის“ ნაცვლად, შპს „მერილიონის“ დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს.“ ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.07.2014წ. #1402246 ბრძანებაში და დამკვეთად, შპს „მერიდიანის“ ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს „მერილიონი“. 2.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 23.07.2014წ. #1402246 ბრძანებასთან ერთად. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის. შარტავას ქ. #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 აგვისტო, 2014გადაწყვეტილება1420039 - თანხმობა
- 4 აგვისტო, 2014ქალაქის პასუხი
- 9 ივლისი, 2014ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- main.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა