OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ნუცუბიძე , N 129

AR1242317სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 აგვისტო, 2014- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1436174
გადაწყვეტილების თარიღი
27 აგვისტო, 2014
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რამაზ ტვილდიანი
დეველოპერი (ს/კ)
205311820

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.02.025.127
მესაკუთრე
შპს "სპეცავტომეურნეობა" (212273154) (212273154)
ფართობი
2 085 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1242317
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
6 აგვისტო, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 აგვისტო, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 ივნისის #1354944 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 6 აგვისტოს #AR1242317 განცხადებით მომართა ი.მ.ა. "ნუცუბიძე 2014"–ის თავმჯდომარემ კახაბერ გოზალიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 29 ივნისის #1354944 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა, კერძოდ წარმოდგენილი გასწორებული გეგმების დართვა აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 ივნისის #1354944 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი – ვაკე, ქუჩა ნიციბიძე N129-ში, ი.მ.ა. "ნუცუბიძე 2014"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:01.14.02.025.127), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, შეთანხმებულ პროექტში სართულის გეგმების ნახაზზე ზოგიერთი ბინის მთლიანი ფართის დათვლისას (ბინის ფართი + აივნის ფართი) დაშვებულია მექანიკური შეცდომა. წარმოდგენილი თანდართული ფაილები ითვალისწინებს აღნიშნული შეცდომის გასწორებას, ამასთან ცვლილება არ აისახება შეთანხმებული ტექნიკური მაჩვენებლების არცერთ პარამეტრზე, რადგან ბინის მთლიანი ფართი (ბინის ფართი + აივნის ფართი) სართულის გეგმების ნახაზების გარდა არსად არ ფიგურირებს. აქედან გამომდინარე იგი ითხოვს შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში არსებული გეგმების ჩანაცვლებას გასწორებული გეგმებით. სამასხურმა შეამოწმა 2014 წლის 29 ივნისის #1354944 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ნახაზები და დაადგინა, რომ გეგმებზე ფართები არსწორად არის დაჯამებული და ცვლილება არ აისახება ბრძანებაში დაფიქსირებულ ტექნიკურ–ეკონომიკურ მჩვენებლებზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ი.მ.ა. "ნუცუბიძე 2014"–ის თავმჯდომარის კახაბერ გოზალიშვილის 2014 წლის 6 აგვისტოს #AR1242317 განცხადება; 2. ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 ივნისის #1354944 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმების (0.00; 3.30; 13.20 და 19.80 ნიშნულები) PDF ფაილები შეიცვალოს წარმოდგენილი გეგმების (0.00; 3.30; 13.20 და 19.80 ნიშნულები) PDF ფაილებით; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 29 ივნისის #1354944 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 აგვისტო, 2014გადაწყვეტილება1436174 - თანხმობა
  3. 6 აგვისტო, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა