OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა I ხეივანი , II შესახვევი , (ნაკვ. 5/63)

AR1243595სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება11 აგვისტო, 2014
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1432443
გადაწყვეტილების თარიღი
2 სექტემბერი, 2014
შედეგი
უარი
მშენებლობის ვადა
16 ივლისი, 2013 – 16 იანვარი, 2014
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თემურ ფიფია
დეველოპერი (ს/კ)
520824116

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.05.005.063
მესაკუთრე
ჰანელორე მარია ტიოლკე (P/N: 520824116) (P/N: 520824116)
ფართობი
236 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1243595
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
11 აგვისტო, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
22 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 სექტემბერი, 2014გადაწყვეტილება1432443 - უარი
  2. 2 სექტემბერი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 11 აგვისტოს #AR1243595 განცხადებით მომართა თემურ ფიფიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 17.07.2013 წლის #796701 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთთან დაკავშირებით, კერძოდ: დამკვეთად თემურ ფიფიასთან ერთად ჰანელორე მარია ტიოლკეს მითითება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 17.07.2013 წლის #796701 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი–კრწანისი, ქუცა I ხეივანი, II შესახვევი (ნაკვ. #5/63) მოქ. თემურ ფიფიას და ჰანელორე მარია ტიოლკეს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი #01.18.05.005.063) შეთანხმდა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2013 წლის 16 ივლისიდან 2014 წლის 16 იანვრის ჩათვლით. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ თემურ ფიფია და ჰანელორე მარია ტიოლკე (განაცხადის #882014397804, ამონაწერის მომზადების თარიღი: 29/07/2014, საკადასტრო კოდი: #01.18.05.005.063). "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების 20-ე მუხლის თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან დღეის მდგომარეობით 17.07.2013 წლის #796701 ბრძანება, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, მშენებლობის ნებართვის ნაწილში წარმოადგენს ძალადაკარგულ აქტს, ხოლო პროექტის შეთანხმების სტადიაზე ნებართვის გამცემი ორგანო არ იკვლევს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას (მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მშენებლობის ნებართვის გაცემის მეორე სტადიაზე დამკვეთს წარმოადგენს განმცხადებელი), სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას ცვლილება შეიტანოს აღნიშნულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში, დამკვეთის შეცვლასთან დაკავშირებით. თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სამსახური ადასტურებს, რომ თემურ ფიფიას და ჰანელორე მარია ტიოლკეს საკუთრებაში არსებული ქონების სამშენებლოდ განვითარების შემთხვევაში დამკვეთებად შესაძლებელია დაფიქსირდნენ მესაკუთრეები ან/და მათ მიერ უფლებამოსილი პირი.

    მეტის ჩვენება
  3. 11 აგვისტო, 2014ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა