OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 12ა , კორპუსი N5 , და არალეთის ქუჩის და ყოფილი საბავშვო ბაღის მიმდებარედ

AR1251596რეკონსტრუქციასხვა დანიშნულება18 სექტემბერი, 2014- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1509428
გადაწყვეტილების თარიღი
25 სექტემბერი, 2014
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
პაატა გვიანიძე
დეველოპერი (ს/კ)
205211910

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.08.021.017
მესაკუთრე
შპს "ჯორჯიან ჰაუზი" (205211910) (205211910)
ფართობი
3 677 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1251596
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
18 სექტემბერი, 2014
სახეობა
რეკონსტრუქცია

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 სექტემბერი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენობის ფასადზე არსებულ ღიობში ფანჯრის ჩასმის განხორციელებას გაცნობებთ, რომ ,,ქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ ,, და ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე ნებადართულია მხოლოდ ერთიანი პროექტის ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელება იერსახის აღდგენის მიზნით. ასევე დოკუმენტურად უნდა იქნეს დადასტურებული მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა და ის ფაქტი, რომ უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ან ლოჯიების ან სხვაგვარი მშენებლობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე. ამასთანავე, ქ. თბილისის 2008 წლის 22 დეკემბრის #24.16.832 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნილ საკითხებთან დაკავშირებით ქ. თბილისის ადმინიტსრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის ”ფ” ქვეპუნქტის თანახმად სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ”ე” ქვეპუნქტით სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურის უფლებამოსილებიდან გამომდინარე (გადასინჯოს წარმოდგენილი საპროექტო ობიექტების ვიზუალური მხარე და მისი შემდგომი განვითარების კუთხე) . ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური ქ. თბილისის მასშტაბით, როგორც არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროში ერთადერთი ერთიანი საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანო არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია იზრუნოს ქალაქის მხატვრული იერსახის შემდგომი გაუმჯობესებისათვის, რათა სახელმწიფომ და საზოგადოებამ არ მიიღოს შენობა-ნაგებობათა და საერთო ჯამში ქალაქის დამახინჯებული იერსახე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან თქვენს მიერ დაგეგმილი სამუშაოები არ შეესაბამება განაშენიანების სამომავლო განვითარების მისაღებ მხატვრული იერსახით ჩამოყალიბების პრინციპს, ამასთანავე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამჟამად არსებული შენობა ახალაშენებულია, გარკვეულწილად ჩამოყალიბებული იერსახის მატარებელია და წარმოადგენს ერთ მთლიან არქიტექტურულ ელემენტს, მისი ვიზუალიზაციის ცვლილება მიუღებელია. სამსახური ვერ დაუშვებს პრეცედენტს თქვენი კონკრეტული შემთხვევისათვის გასცეს რაიმე სახის ნებართვა და თვლის, რომ აღნიშნულ ღიობში ფანჯრის ჩასმის განხორციელება (ამ კონკრეტულ შემთხვევისათვის ) არ უნდა იქნას სხვა მობინადრეებისათვის სამაგალითო, რათა არ იქნას ერთეული სახით შენობის ფასადის გაუარესება, აღნიშნული გარემოების გამო სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაროფილოს თქვენი მოთხოვნა.

    მეტის ჩვენება
  2. 25 სექტემბერი, 2014გადაწყვეტილება1509428 - უარი
  3. 18 სექტემბერი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა