ქალაქი თბილისი , ქუჩა კრონშტანტი , (ცაგარელის) N72 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ცაგარელი , N 70
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1519061
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 ოქტომბერი, 2014
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი გამყრელიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404466243
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.14.022.012
- მესაკუთრე
- შპს სამშენებლო კომპანია მერკური ჯგუფი (404466243)
- ფართობი
- 863 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.14.022.012საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1254258
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 30 სექტემბერი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 ოქტომბერი, 2014ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 30 სექტემბერს #AR1254258 განცხადებით მომართა გიორგი გამყრელიძემ და მოითხოვა სამსახურის 2014 წლის 08 სექტემბრის #1464439 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის #1351755 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი–საბურთალო, ქუჩა კრონშტანტი, (ცაგარელის) 72/ ქუჩა ცაგარელი #78–ში შპს "სამშენებლო კომპანია მერკური ჯგუფი"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.10.14.022.012) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 25 ივნისიდან 2017 წლის 25 ივნისის ჩათვლით. ხოლო, სამსახურის 2014 წლის 08 სექტემბრის #1464439 ბრძანებით ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის #1351755 ბრძანებაში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდა – 5792.2 კვ.მ, საცხოვრებელ ფართობად – 3172.3 კვ.მ, კომერციულ ფართობად – 360.9 კვ.მ, საზაფხულო ფართობად – 625.1 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად– 768.7 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად – 423 კვ.მ. დანარჩენ ნაწილში 2014 წლის 26 ივნისის #1351755 ბრძანება დარჩა უცვლელი. შესაბამისად, საერთო ფართობის დაჯამებისას გათვალიწინებულ უნდა იქნას ასევე სარდაფის ფართობი – 442.2 კვ.მ. სამსახურმა ცვლილების შედეგად ჩამოყალიბებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები დააჯამა, შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და დაადგინა, რომ საერთო ფართობი სწორად არის დაფიქსირებული 2014 წლის 26 ივნისის #1351755 ბრძანებაში და შეადგენს – 5792.2 კვ.მ–ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, და ვინაიდან 2014 წლის 08 სექტემბრის #1464439 ბრძანების გამოცემის დროს ტექნიკური შეცდომის დაშვება არ მომხდარა და შეცვლილი და შეუცვლელი ფართობების ჯამი ნამდვილად შეადგენს 5792.2 კვ.მ–ს, სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა 2014 წლის 08 სექტემბრის #1464439 ბრძანებაში ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 ოქტომბერი, 2014გადაწყვეტილება1519061 - უარი
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა