OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კრონშტანტი , (ცაგარელის) N72 / ქალაქი თბილისი , ქუჩა ცაგარელი , N 70

AR1255958სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 ოქტომბერი, 2014
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1540110
გადაწყვეტილების თარიღი
15 ოქტომბერი, 2014
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი გამყრელიძე
დეველოპერი (ს/კ)
404466243

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.14.022.012
მესაკუთრე
შპს სამშენებლო კომპანია მერკური ჯგუფი (404466243)
ფართობი
863 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1255958
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
6 ოქტომბერი, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 ოქტომბერი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1351755 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 6 ოქტომბერს #AR1255958 განცხადებით მომართა გიორგი გამყრელიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1351755 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1351755 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი–საბურთალო, ქუჩა კრონშტანტი, (ცაგარელის) 72/ ქუჩა ცაგარელი N70–ში შპს "სამშენებლო კომპანია მერკური ჯგუფი"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 01.10.14.022.012) მრავალბინიანი საცხოვრებელი არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2014 წლის 8 სექტემბრის №1464439 ბრძანებით შევიდა ცვლილება 2014 წლის 26 ივნისის №1351755 ბრძანებაში, კერძოდ შეიცვალა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის საერთო ფართის მაჩვენებელი. განმცხადებლის განმარტების თანახმად, საერთო ფართის მაჩვენებელი არ არის 5792.2 კვ.მ და იგი შეადგენს 5350.0 კვ.მ.– ს. სამასხურმა არქიტექტურულ ნახაზების გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საერთოდ არ ითვალისწინებს სარდაფის ფართობს 442.2 კვ.მ–ის ოდენობით. შესაბამისად მისი მაჩვენებელი ამოღებული უნდა იქნას ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებიდან, რის შემდგომაც საერთო ფართის მაჩვენებელი იქნება 5350.0 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს გიორგი გამყრელიძის 2014 წლის 6 ოქტომბერს #AR1255958 განცხადება; 2. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1351755 ბრძანებაში. კერძოდ საერთო ფართად დაფიქსირდეს – 5350.0 კვ.მ, ხოლო სარდაფის ფართობი 442.2 კვ.მ. ამოღებული იქნას ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებიდან; 3. 2014 წლის 26 ივნისის №1351755 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 26 ივნისის №1351755 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქ. #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 15 ოქტომბერი, 2014გადაწყვეტილება1540110 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა