OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა თამარაშვილი , N 13

AR1260593ახალი მშენებლობამრავალბინიანი24 ოქტომბერი, 2014- წყნეთი
საერთო ფართობი
34 482 მ²
განაშენიანების ფართობი
2 310,5 მ²
საცხოვრებელი ფართობი
21 210 მ²
მიწის ნაკვეთის ფართობი
7 070 მ²
სიმაღლე
86,9 მ
ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
3 მ
სამშენებლო მოცულობა
100 684,8 მ³

მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.

გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1584533
გადაწყვეტილების თარიღი
7 ნოემბერი, 2014
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ივლიანე წულაია
ორგანიზაცია
23663
დეველოპერი (ს/კ)
205295090

მონაწილეები

  • დამკვეთი
    სახელი
    ივლიანე წულაია
  • მთავარი არქიტექტორი
    სახელი
    სალომე ავალიანი
  • თანაავტორები
    სახელი
    დავით ბერულავა

პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.16.004.154
მესაკუთრე
შპს "ბრენდ ჰაუსი" (205295090)
ფართობი
7 070 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1260593
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
24 ოქტომბერი, 2014
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 7 ნოემბერი, 2014ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ატვირთული დოკუმენტაცია, რაზეც გაცნობებთ შემდეგს: პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად საპროექტო ტერიტორიაზე შენობა–ნაგებობა უნდა განთავსდეს საბჭოს სხდომის წევრთა რეკომენდაციების გათვალისწინებით: – მიწის ნაკვეთზე არსებული ხე–ნარგავების სრული შენარჩუნებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჭიროა მოიპოვოთ თანხმობა ქ. თბილისის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურიდან ხეების მოჭრა/გადარგვასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საკითხი უნდა დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანაზე და ასევე ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიაზე განსახილველად; 1. დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ საკადასტრო გეგმაზე დაფიქსირებული ხაზობრივი ნაგებობების მესაკუთრეების თანხმობა სამშენებლო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით; 2. სატიტულო ინფორმაცია. -> .ფუნქციური დანიშნულების სახეობა.: მრავალფუნქციური შენობა (საცხოვრებელი საოფისე) 3. სატიტულო ინფორმაცია. -> .მთავარი არქიტექტორის/სპეციალისტი სახელი და გვარი.: მიუთითეთ ავტორის პირადი ნომერი; 4. სატიტულო ინფორმაცია. -> .თანაავტორ(ებ)ის სახელი და გვარი.: მიუთითეთ თანაავტორის პირადი ნომერი; 5. დამკვეთის ინფორმაცია. -> .ელექტრონული ფოსტა.: შესაბამის ველებში მიუთითეთ დამკვეთი ორგანიზაციის რეკვიზიტები; 6. საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი; .საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით.: დამატებით საჭიროა ატვირთოთ საკადასტრო გეგმაზე დაფიქსირებული ხაზობრივი ნაგებობების კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი და მათი მესაკუთრეების თანხმობა მშენებლობასთან დაკავშირეით; ასევე გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული ნაგებობა უდნა აისახებოდეს ტოპოგრაფიულ რუკაზე; საჭიროა წარმოადგინოთ გრაფიკული გენგეგმა - ნიშნულების, ღერძის ხაზების და მათ შორის მანძილის დატანით, საპროექტო შენობის საკადასტრო საზღვართან მიბმის ჩვენებით; 7. შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები, მასშტაბი 1:100. -> .გეგმების pdf ფაილი; .შენობა-ნაგებობის ჭრილები, მასშტაბი 1:100. -> .ჭრილების pdf ფაილი; .შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: დამატებით საჭიროა წარმოადგინოთ გადახურვის გეგმა მთლიანი შენობის კონტურის დატანით და გადახურვაზე დაიტანეთ წყლის გადაყვანის სისტემა; გრაფიკულ ნაწილში საჭიროა დაიტანოთ საკადასტრო საზღვარი; მითითებული ავტოსადგომის რაოდენობა არ შეესაბამება რეალობას; გრაფიკული ნაწილი არასრულყოფილად არის დახაზული; გეგმებზე მიუთითეთ ნიშნულები; გეგმები, ჭრილები და ფასადები მოსაყვანია ერთმანეთთან შესაბამისობაში; ფასადებზე და ჭრილებზე დაიტანეთ გრუნტის ნიშნულები; ჭრილებზე დასატანია ასევე ღერძის ხაზები და მათ შორის ზომები; გეგმებზე მიუთითეთ ბინების რაოდენობა; გაურკვეველია როგორ ხორციელდება პანდუსით ავტოსადგომის სართულებზე შესვლა; გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პანდუსი ღიაა მისი დახრის პროცენტულობა არ უნდა აჭარბებდეს 14%-ს; ავტოსადგომის სართულზე ლიფტი და კიბის უჯრედი საჭიროა დანარჩენი სივრცისგან გამოიყოს მცირე სათავსებით (მაგ. ტამბური, კორიდორი) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად; გეგმებზე და ფასადებზე საჭიროა მიუთითოთ გათბობა-კონდიცირების დანადგარების განსათავსებელი ადგილები; 8. შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა. -> .სიმაღლის განმსაზღვრელი სქემის pdf ფაილი.: ქუჩის სიგანე არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას; ასევე გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური სიმაღლის განმსაზღვრელი სხივი არ უნდა კვეთდეს ფილას; 9. საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული CAD ფაილი. -> .საპროექტო შენობა-ნაგებობის ვექტორული ფაილი AutoCad - ის ან ArchiCad - ის სახით. : აღნიშნულ გრაფაში საჭიროა ატვირთოთ შესწორებული არქიტექტურული ნაწილის ვექტორული ფაილი, რომელშიც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას საპროექტო განაშენიანების ფართის და კოეფიციენტების საანგარიშო კონტურები - ,,კროკები", ფართების მითითებით; (აღნიშნულის არ წარმოდგენის შემთხვევაში სამსახურის მიერ ვერ ხერხდება თქვენს მიერ მითითებული კოეფიციენტების პროექტთან შესაბამისობის გადამოწმება); ამ ეტაპზე ვექტორული ფაილი ატვირთული არ არის; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას სრულყოფილად განიხილოს პროექტი და გაცნობოთ ყველა შესაძლო ხარვეზი;

    მეტის ჩვენება
  2. 7 ნოემბერი, 2014გადაწყვეტილება1584533
  3. 24 ოქტომბერი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

სხვა ფაილები10

ყველას ჩვენება (10)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა