ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N005/056) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N 005/055) / ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვ. 05/044)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1584184
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 ნოემბერი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი სუთიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 400115870
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.01.005.100
- მესაკუთრე
- შპს "კოლხეთი გრუპი" (400115870)
- ფართობი
- 3 199 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.01.005.100საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1261147
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 27 ოქტომბერი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 11 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 ნოემბერი, 2014ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 27 ოქტომბერს #AR1261147 განცხადებით მომართა შპს „კოლხეთი გრუპის“ დირექტორმა ირაკლი სუთიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ აქტში მესაკუთრედ შპს "Green Wall Development"–ის ნაცვლად შპს „კოლხეთი გრუპის“ დაფიქსირება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი #64, (ნაკვ#005/056), / გურამიშვილის გამზირი #64 (ნაკვ#005/055) / გურამიშვილის გამზირი #64, (ნაკვ#05/044), შპს „კოლხეთი გრუპის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, თუმცა აქტში ტექნიკური შეცდომის გამო შპს „კოლხეთი გრუპის“ ნაცვლად დაფიქსირდა შპს "Green Wall Development"–ი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: 882014210724, თარღი: 25/04/2014წ. ს/კ: 01.12.01.005.100) თანახმად, აქტის გამოცემის ეტაპზე სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იყო შპს „კოლხეთი გრუპი“. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით არის საფუძვლიანი და იგი უნდა დაკმაყოფილდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–6 თავის, 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს შპს „კოლხეთი გრუპის“ დირექტორის ირაკლი სუთიძის 2014 წლის 27 ოქტომბერის #AR1261147 განცხადება; 2. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებაში, კერძოდ აქტის სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: შეთანხმდეს: ქ. თბილისში, სექტორი ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი #64, (ნაკვ#005/056), / გურამიშვილის გამზირი #64 (ნაკვ#005/055) / გურამიშვილის გამზირი #64, (ნაკვ#05/044), შპს „კოლხეთი გრუპის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 27 ოქტომბრის #1560822 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 ნოემბერი, 2014გადაწყვეტილება1584184 - თანხმობა
- 27 ოქტომბერი, 2014ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- nebartva da amonatseri.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა