ქალაქი თბილისი , გორგასლის ქუჩა 10-ს მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1586489
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 ნოემბერი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვლადიმერ დემეტრაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 206309010
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.05.001.029
- მესაკუთრე
- ი.ბ.ა. "გორგასალის 10" (206309010) (206309010)
- ფართობი
- 550 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.05.001.029საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1262227
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 4 ნოემბერი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 ნოემბერი, 2014ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 6 ნოემბრის #421392 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 31 ოქტომბერს #AR1262227 განცხადებით მომართა ვლადიმერ დემეტრაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2012 წლის 6 ნოემბრის #421392 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის არქიტექტურის 2012 წლის 6 ნოემბრის #421392 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი კრწანისი, გორგასალის ქ. #10–ს მიმდებარედ, ი.ბ.ა ,,გორგასალის 10"–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ:01.18.05.001.029) საოფისე (ადმინისტრაციულ–კომერციული) შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში არასწორად არის დაფიქსირებული სარდაფის ფართობი, რომელიც მოიცავს ავტოსადგომის ფართობსაც. ამასთან, საოფისე ფართობში არ არის გამოყოფილი ანტრესოლის ფართობი. სამასახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი სარდაფისა და საერთო ფართობის მაჩვენებლები ფართების არასწორი დაჯამების გამო, ამასთან, ავტოსადგომის ფართობი არასწორად დაფიქსირდა სარდაფის ფართის მაჩვენებელში. რაც შეეხება, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ანტრესოლის ფართის ცალკე გამოყოფის საკითხს, აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას. ანტრესოლის ფართი შედის საოფისე ფართის მაჩვენებელში და ბრძანებაში დაფიქსირებულია მისი ფუნქციიდან (საოფისე) გამომდინარე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისად. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, განმცხადებლის მოთხოვნა სარდაფის, ავტოსადგომისა და საერთო ფართობის მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით არის საფუძვლიანი უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ანტრესოლის ფართის ცალკე დაფიქსირების საკითხს, აღნიშნულ ნაწილში ტექნიკური შეცდომა არ არის დაშვებული, ანტრესოლის ფართის მაჩვენებელი, მისი ფუნქციიდან გამომდინარე შედის საოფისე ფართის მაჩვენებელში და სწორად არის ბრძანებაში დაფიქსირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–6 თავის, 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ვლადიმერ დემეტრაძის 2014 წლის 31 ოქტომბერის #AR1262227 განცხადება; 2. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 6 ნოემბრის #421392 ბრძანებაში, კერძოდ დაფიქსირდეს: საერთო ფართობი – 3137.8 კვ.მ; სარდაფის ფართობი – 29.8 კვ.მ; ავტოსადგომის ფართობი – 450.6 კვ.მ; 3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 6 ნოემბრის #421392 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი; 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 6 ნოემბრის #421392 ბრძანებასთან ერთად; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 ნოემბერი, 2014გადაწყვეტილება1586489 - თანხმობა
- 3 ნოემბერი, 2014ქალაქის პასუხი
- 31 ოქტომბერი, 2014ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- gorg teq-ek machv..pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა