ქალაქი თბილისი , სოფელი თელეთი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1585691
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 ნოემბერი, 2014
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბაკური გვარლიანი
- დეველოპერი (ს/კ)
- 205021947
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 81.03.12.480
- მესაკუთრე
- საქართველოს პენსიონერთა კავშირი (205021947)
- ფართობი
- 1 000 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1262894
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 3 ნოემბერი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 ნოემბერი, 2014ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1262894 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #81.03.12.480) სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 5 ივნისის #6-17 გადაწყვეტილებით დამტკიცდა დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება სარეკრეაციო ზონა 3 (რზ–3). „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად სარეკრეაციო ზონა-3 (რზ-3) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში, სადაც დასაშვებია დასასვენებელი, სამკურნალო, სპორტული და გასართობი დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება. ასევე დასაშვებია ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ. დანართი). ასევე გაცნობებთ, რომ თქვენს დაინტერესებაში არებული და მიმდებარე ტერიტორიისთვის №1341766 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია „ჩარჩო გეგმა”, რომელიც წარმოადგენს არასამართლებრივ დოკუმენტს და ”დადგენილი პროცედურისა და პირობების ფარგლებში განაშენიანების რეგულირების გეგმისათვის განსაზღვრავს გეგმარებით მიმართულებებსა და პრიორიტეტებს” (ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილება). აქედან გამომდინარე მოცემული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: #81.03.12.480) სამშენებლოდ განვითარება უნდა განხორციელდეს აღნიშნული „ჩარჩო გეგმის” შესაბამისად. აქვე განგიმარტავთ რომ სარეკრეაციო ზონა 3 (რზ–3)–ში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ არის ძირითად დასაშვებ სახეობათა ნუსხაში და საჭიროებს სპეციალური ზონალური ნებართვის მოპოვებას, რომლის მიზანშეწონილობაზეც გადაწყვეტილებას იღებს „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია”, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში საკითხს განიხილავს „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისია”, რომლის მოსაპოვებლადაც საჭიროა ელექტრონული განცხადება ატვირთოთ არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე, http://tas.ge/–ზე შესაბამის ნომენკლატურაში კერძოდ: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 ნოემბერი, 2014გადაწყვეტილება1585691 - უარი
- 3 ნოემბერი, 2014ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა