OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , გლდანი , მიკრო/რაიონი III

AR1263663სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 ნოემბერი, 2014- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1581278
გადაწყვეტილების თარიღი
20 ნოემბერი, 2014
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რევაზ ტყემალაძე
დეველოპერი (ს/კ)
404473556

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.12.005.180
მესაკუთრე
შპს "მეიერ პროჯექტს" (404473556)
ფართობი
2 300 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1263663
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
6 ნოემბერი, 2014
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 20 ნოემბერი, 2014ქალაქის პასუხი

    საპროექტო ობიექტის დასახელება: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: #01.11.12.005.180 მიწის ნაკვეთის ფართობი: 2300 კვ.მ ​ქალაქგეგმარებითი პარამეტრების განსაზღვრა: საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6) მიწის ნაკვეთის მაქსიმალური კოეფიციენტი კ1 - 0.5 მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი: კ2 –2.5 მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი: კ3 – 0.1; მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარების დომინირებული ფუნქციური სახეობა: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები; ობიექტის ფუნქცია: საცხოვრებელი/საზოგადოებრივი -საპროექტო ობიექტი განთავსდეს საკადასტრო რუკით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ”ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები”-ს მუხლი 34-ის მიხედვით; - შენობის მიწისქვეშა სივრცის გამოყენება მოხდეს საპროექტო ობიექტის ფუნქციის და ნაკვეთის შესაძლებლობის შესაბამისად; შესაძლებელია მოეწყოს მიწისქვეშა ავტოფარეხები ან დამხმარე სათავსები; – პირველი სართული/სართულები შესაძლებელია დაიტვირთოს ფუნქციური ზონის შესაბამისი საზოგადოებრივი ფუნქციით; –მოეწყოს ბინების შესაბამისი რაოდენობის დახურული ან ღია ავტოსადგომები, რომლებიც უნდა განთავსდეს საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტროს საზღვრებში; - დაცული იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები; –ტერიტორიაზე კომუნიკაციების არსებობის შემთხვევაში დაცული იქნეს საპროექტო ობიექტის განთავსების ნორმები, ხოლო მათი გადატანის აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეთანხმდეს შესაბამის სამსახურებთან ან მფლობელებთან. პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოდგენილი იქნეს: –ინფორმაცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე აქტის რეკვიზიტების მითითებით; - ტოპოგრაფიული გეგმა მ 1:500; (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, შენობა-ნაგებობის განთავსების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით); მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს წარმოდგენილი იქნეს: -საინფორმაციო დაფის (ბანერის) ახლო და შორი მანძილიდან გადაღებული ფოტოები; -მშენებლობის ორგანიზების პროექტი (მხოლოდ უნდა მოიცავდეს მშენებლობის განხორციელების გრაფიკს მშენებლობის ეტაპების ხანგძლივობის გათვალისწინებით); -მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (გადახდილი საპროექტო ობიექტის განაშენიანების ფართობის მიხედვით 1 კვ.მ-ზე 1 ლარის ოდენობით. –ამონაწერები მეწარმეთა და აწასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან და პასუხილმგებელი პირის/პირების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა; მშენებლობის დაწყებამდე დამკვეთმა სამშენებლო მოედანზე იქონიოს სამშენებლო დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული ეგზემპლიარი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით შემდეგი დოკუმენტაცია: -საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; -შენობა-ნაგებობის კონსტრუქციული პროექტი შენობის კლასიდან გამომდინარე; -საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო საექსპერტო შეფასება საპროექტო ობიექტის კლასიდან გამომდინარე; -საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთის კვლევა; ტერიტორია კეთილმოეწყოს და გამწვანდეს; –შენარჩუნებული იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე–ნარგავები, ხოლო მათი მოჭრის ან გადარგვის აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეთანხმდეს ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწავანების საქალაქო სამსახურთან; არქიტექტურულ პროექტში გათვალისწინებული იქნეს: -ფანჯრების, ფრამუნგებისა და კარის სპეციფიკაცია; -დამცავი საშუალებების (ჟალუზების და გისოსების ერთიანი გადაწყვეტა მოხდეს შენობის ინტერიერის შიდა სივრცეში) განთავსება მოხდეს შიდა მხრიდან; -შენობის სახურავის გეგმა (საკადასტრო საზღვრის პროექციის ჩვენებით) გადახურვის მასალისა და ფერის მითითებით; - შენობა-ნაგებობის ფასადები, ჭრილები, გეგმები; - გათვალისწინებული იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარული კანონმდებლობის მოთხოვნები; – გამოიყოს ადგილი სანაგვე ყუთების განსათავსებლად. – მოეწყოს პანდუსი უნარშეზღუდულ პირთა თავისუფალი გადაადგილებისთვის; მშენებლობის ნებართვა გაიცემა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების შესაბამისად. მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველი სტადია – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან ხუთი წლის განმავლობაში. 2009 წლის 17 აპრილიდან კოეფიციენტების ანგარიში ხდება ქ.თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მუხლი 15, 16, 17-ის შესაბამისად ; არქიტექტურული პროექტის შემადგენლობა წარმოდგენილი უნდა იქნეს ”მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ”- საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N 57 დადგენილების მუხლი 47-ის შესაბამისად:

    მეტის ჩვენება
  2. 20 ნოემბერი, 2014გადაწყვეტილება1581278 - თანხმობა
  3. 6 ნოემბერი, 2014ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა