ქალაქი თბილისი , ქუჩა ზურაბ აბულაძე , N 5
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1597737
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 დეკემბერი, 2014
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ინესა სტარრენ
- დეველოპერი (ს/კ)
- 157532148
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.20.010.094
- მესაკუთრე
- როზა პალაგაშვილი (P/N: *********18) (P/N: *********18)
- ფართობი
- 411 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.20.010.094საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1265000
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 ნოემბერი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 დეკემბერი, 2014ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექურის სამსახურის 01.05.2012წ. #122795 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 11 ნოემბერს #AR1265000 განცხადებით მომართა ინესა სტარრენმა და მოითხოვა ამავე სამსახურის მიერ გაცემულ ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, დამკვეთად ინესა ესაიანის ნაცვლად ინესა სტარრენის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 01.05.2012წ. #122795 ბრძანებით ქ. თბილისში, აეროდრომის დასახლებაში, ქუჩა VII, #5–ში, თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.19.20.010.094) შეთანხმდა არსებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის (მიშენება–დაშენების გათვალისწინებით) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 09 მაისიდან 2014 წლის 09 მაისის ჩათვლით. 19.05.2014წ. #1270649 ბრძანებით ცვლილება შევიდა 01.05.2012წ. #122795 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტებში დამკვეთად დაფიქსირდა საპროექტო ობიექტის მესაკუთრის, როსინდო ფრანცისკუს მარგარიტა იოჰანეს სტარრენის წარმომადგენელი ინესა ესაიანი. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა ქორწინების მოწმობა #01141001255, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ ინესა ესაიანს მიეკუთვნა მეუღლის, როსინდო ფრანცისკუს მარგარიტა იოჰანეს სტარრენის გვარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი ითხოვს 01.05.2012წ. #122795 ბრძანებაში შესაბამისი ცვლილების შეტანას. "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდესის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა 01.05.2012წ. #122795 ბრძანებაში დამკვეთად ინესა ესაიანის ნაცვლად მიუთითოს ინესა სტარრენი. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 01.05.2012წ. #122795 ბრძანებაში და დამკვეთად ინესა ესაიანის ნაცვლად მიეთითოს ინესა სტარრენი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 01.05.2012წ. #122795 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 დეკემბერი, 2014გადაწყვეტილება1597737 - თანხმობა
- 11 ნოემბერი, 2014ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 13.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა