; ქალაქი თბილისი , ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , ქუჩა ბელიაშვილი , N 7 , მეიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 91036
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 მარტი, 2012
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი კვიწინაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 202459678
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.02.008.061
- მესაკუთრე
- შპს "რესტორანი იმპერია" (202459678) (202459678)
- ფართობი
- 2 390 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.02.008.061საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR126650
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 29 თებერვალი, 2012
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 მარტი, 2012ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის #01/3958 ბრძანებასა და #ნ/4129–1 სანებართვო მოწმობაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 29 თებერვალს №AR126650 ელექტრონული განცხადებით მომართა მოქ. გიორგი კვიწინაშვილმა და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის #01/3958 ბრძანებასა და #ნ/4129–1 სანებართვო მოწმობაში ცვლილების შეტანა მესაკუთრის შეცვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2011 წლის 29 დეკემბერს #01/3958 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბელიაშვილის ქ. #7–ის მიმდებარედ, მოქ. გრიშა ნამოევის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებარე საზოგადოებრივი კვების ობიექტის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა (სანებართვო მოწმობა #ნ/4129–1). ვინაიდან, საპროექტო ტერიტორიის მესაკუთრე დღევანდელი მდგომარეობით არის შპს ,,რესტორანი იმპერია", რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით (საკადასტრო კოდი: 01.13.02.008.061, მომზადების თარიღი: 02.02.2012, განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882012035468), ხოლო შპს ,,რესტორანი იმპერიას" ერთადერთ პარტნიორს წარმოადგენს მოქ. გრიშა ნამოევი, რაც დასტურდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის N425553, განაცხადის რეგისტრაციის NB12004692, მომზადების თარიღი: 13.01.2012) სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლისათვის დაედგინა ვადა დამატებითი დოკუმენტაციის, კერძოდ დამკვეთის – გ. ნამოევის თანხმობის/მინდობილობის წარმოდგენის მიზნით. აღნიშნულის განხორციელებისათვის სამსახურმა 2012 წლის 14 მარტს გამოსცა #77130 ბრძანება და განმცხადებელს განესაზღვრა 5 დღიანი ვადა ზემოთმითითებული დოკუმენტის წარმოდგენისათვის. სამსახურს 2012 წლის 14 მარტს იგივე განაცხადის ნომრით ხელახლა მომართა მოქ. გ. კვიწინაშვილმა და წარმოადგინა შპს ,,რესტორანი იმპერიას“ დირექტორის გ. ნამოევის მინდობილობა გ. კვიწინაშვილზე საპროექტო დოკუმენტაციის წარმართვის უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით. ამავე დოკუმენტში ასევე განსაზღვრულია, რომ შპს ,,რესტორანი იმპერიას“ დამფუძნებელი გ. ნამოევი ადასტურებს, რომ გ. ნამოევზე გაცემული მშენებლობის ნებართვა გაიცეს შპს ,,რესტორანი იმპერიას“ სახელზე. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან განსათავსებელი შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება. “მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაკმაყოფილდეს მოქ. გიორგი კვიწინაშვილის 2012 წლის 29 თებერვლის №AR126650 განცხადება; 2. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის #01/3958 ბრძანებასა და #ნ/4129–1 სანებართვო მოწმობაში შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ: დამკვეთად და მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულ იქნეს შპს ,,რესტორანი იმპერია". 3. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის #01/3958 ბრძანებასა და #ნ/4129–1 სანებართვო მოწმობას დაემატოს: 1. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (საკადასტრო კოდი: 01.13.02.008.061, მომზადების თარიღი: 02.02.2012, განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882012035468) 2. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან (განაცხადის N425553, განაცხადის რეგისტრაციის NB12004692, მომზადების თარიღი: 13.01.2012); 3. შპს ,,რესტორანი იმპერიას“ დირექტორის გ. ნამოევის მინდობილობა. 4. აღნიშნული ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 29 დეკემბრის #01/3958 ბრძანებასა და #ნ/4129–1 სანებართვო მოწმობასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მერიაში (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 მარტი, 2012გადაწყვეტილება91036 - თანხმობა
- 14 მარტი, 2012ქალაქის პასუხი
- 14 მარტი, 2012ფაილები აიტვირთა
- 29 თებერვალი, 2012ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა