ქალაქი თბილისი , ქუჩა ბუაჩიძე , N 41
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1694867
- გადაწყვეტილების თარიღი
- 21 იანვარი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 12 დეკემბერი, 2014 – 12 დეკემბერი, 2016
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამაზი მურვანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 200279670
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.07.004.019
- მესაკუთრე
- ალა ჭიანურაშვილი (P/N: 301188456)
- ფართობი
- 981 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.07.004.019საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1276096
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 დეკემბერი, 2014
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 24 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 იანვარი, 2015ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის #1607069 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2014 წლის 28 დეკემბერს #AR1276096 განცხადებით მომართა თამაზი მურვანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის #1607069 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის #1607069 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი (ნაძალადევი), ბუაჩიძის ქ. #41-ში, ი.ბ.ა. ,,ბუაჩიძია 41"-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 12 დეკემბრიდან 2016 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, საზაფხულო ფართობად – 433.1 კვ.მ–ის ნაცვლად 436.5 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად – 298.4 კვ.მ–ის ნაცვლად 263.0 კვ.მ. შესაბამისად, ცალკეული ფართობების ციფრობრივი მაჩვენებლების შეცვლის გამო შეიცვალა საერთო ფართობი და 3085.0 კვ.მ–ის ნაცვლად შეადგენს 3117.0 კვ.მ–ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის #1607069 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის #1607069 ბრძანებაში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს – 433.1 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად – 298.4 კვ.მ., საერთო ფართობად – 3117.0 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 11 დეკემბრის #1607069 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 21 იანვარი, 2015გადაწყვეტილება1694867 - თანხმობა
- 28 დეკემბერი, 2014ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ganmartebiti barati.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა