ქალაქი თბილისი , დიდუბის ავტოსადგურსა და დიღმის მასივში შესასვლელ ხიდს შორის
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1692575
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 იანვარი, 2015
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კახაბერ შარვაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 237074802
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.03.051.056
- მესაკუთრე
- შპს "გეორგია" (237074802)
- ფართობი
- 995 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.03.051.056საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1278300
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 12 იანვარი, 2015
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 იანვარი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილული იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომლის თანახმად ითხოვთ მიწისქვეშა საწვავის მილსადენების ახლით შეცვლას (რაოდენობისა და სიგრძის უცვლელად). აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაცნობებთ: ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-15 მუხლის თანახმად, გაზსადენი იყო სამ კატეგორიად – ა) I კატეგორია – მაგისტრალური (მაღალი წნევის) გაზ-სადენი; ბ) II კატეგორია – საშუალო წნევის გაზსადენი; გ) III კატეგორია – დაბალი წნევის გაზსადენი, ისინი კი შესაბამისი კლასიფიკაციის მიხედვით განეკუთვნება შენობა-ნაგებობის შესაბამის კლასს. იმავე დადგენილების მიხედვით შენობა–ნაგებობები მშენებლობის ნებართვის გაცემისა და ვარგისად აღიარებისათვის იყოფა 5 კლასად, რომელთაგან თითოეული კლასი ხასიათდება განსაზღვრული მახასიათებლებით და მათგან მხოლოდ I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, კანონმდებლობის მათ შორის სამშენებლო საქმიანობის ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნათა დაცვით. დანარჩენი კლასების შენობა-ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციის, ლანდშაფტური მშენებლობის, დემონტაჟის, ასევე დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება საჭიროებს შესაბამისი არქიტექტურული პროექტის შეთანხმებას და მშენებლობის ნებართვას. აქვე გაცნობებთ, რომ „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის და 2014 წლის 22 დეკემბრის #19–75 დადგენილების თანახმად, III კატეგორიის გაზსადენის მილის განთავსება კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არ საჭიროებს მშენებლობის ნებართვას ან/და წერილობით თანხმობას, თუმცა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოებასა და ხაზობრივი ნაგებობების მონტაჟის, ასევე, საზოგადოებრივ სივრცესა და ტერიტორიაზე სხვა სამუშაოების წარმოებაზე თანხმობის გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ თქვენს მიერ დაგეგმილია პირველი კლასის ხაზობრივი ნაგებობის (III კატეგორიის გაზსადენის მილი) მონტაჟი კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული სამუშაოები არ საჭიროებს ქ. თბილისის არქიტექურის სამსახურთან შეთანხმებას. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიერ დაგეგმილია ისეთი ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობა, რომელიც არ შეესაბამება პირველი კლასის მახასიათებლებს, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული საჭიროებს არქიტექტურული პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის მოპოვებას. შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მისაღებად განაცხადი უნდა დაარეგისტრიროთ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ–გვერდზე (www.tas.ge) შემდეგი თანმიმდევრობით: ავტორიზაციის შემდეგ ელექტრონული განაცხადების მშენებლობის ნებართვის ჯგუფში უნდა აირჩიოთ საინჟინრო ნაგებობები და კომუნალური ობიექტები, შესაბამისი ქმედების მონიშვნით, რის შემდეგაც განგესაზღვრებათ ასატვირთი დოკუმენტაციის ნუსხა. ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ სამსახური იმსჯელებს განცხადებაში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 იანვარი, 2015გადაწყვეტილება1692575
- 12 იანვარი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა