ქალაქი თბილისი , ქუჩა მეველეს , ნავთლუღის ბაზრის მონაკვეთში
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1698319
- გადაწყვეტილების თარიღი
- 23 იანვარი, 2015
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მერაბ დავითინიძე
- ორგანიზაცია
- 3754
- დეველოპერი (ს/კ)
- 206035057
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.12.004.022
- მესაკუთრე
- შპს "ჯ და კ" (206035057)
- ფართობი
- 61 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.12.004.022საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1279156
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 15 იანვარი, 2015
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 23 იანვარი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულადატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებით გაცნობებთ: შესაბამისი ზონირების რუკიდან ირკვევა, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს სატრანსპორტო ზონა 1–ში. ქალაქ თბილისის სარებულის 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილებით დამტკიცებული "ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების წესების" მე–19 მუხლის მე–15 პუნქტის თანახმად, სატრანსპორტო ზონა 1 (ტზ-1) – წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერპექტიულ) ქუჩებს, გზებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს გზაგამტარებს, დროებით ავტოსადგომებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს (ჩამონათვალის ფარგლებში – ტროტუარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, დროებით ჯიხურებს, მიწისქვეშა შენობა-ნაგებობებს). ამასთანავე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთები სამშენებლო საქმიანობისათვის გამოყენების შესაძლებლობების მიხედვით იყოფა სამშენებლო მიწის ნაკვეთად, სამშენებლოდ შეზღუდულ მიწის ნაკვეთად და სამშენებლოდ შეუსაბამო მიწის ნაკვეთად. ასევე ქ. თბილისის საკრებულოს ,,ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შესახებ~ 2009 წლის 27 მარტის #4-13 გადაწყვეტილების თანახმად, ქალაქის ტერიტორიის ფარგლებში არსებული ის ცალკეული მიწის ნაკვეთები, შენობები და ნაგებობები, რომელთა ამ წესის მოთხოვნებთან შეუსაბამობა განპირობებულია გარემოებებით (მიწის ნაკვეთის ფართობი, კონფიგურაცია, ხაზოვანი ზომები, ნარგავების არსებობა. ფუნქციური ზონით განპირობებული შეზღუდვა და ა.შ.), იძენენ ,, შეუსაბამო“ უძრავი ობიექტის სტატუსს. კონკრეტულ შემთხვევაში, სატრანსპორტო ზონა 1–ში მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელზეც სამსახურთან შეთანხმებით უკვე განთავსებულია სავაჭრო დახლები, თავისი ადგილდებარების, კონფიგურაციის და ფართობის სიმცირის გამო წარმოადგენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, რომელიც არ იძლევა სრულყოფილი დამოუკიდებელი ობიექტის განთავსების საშუალებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამომდინარე სატრანსპორტო ზონა 1–ში, იძულებით შეუსაბამო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება, არსებული დახლების რეკონსტრუქცია - I კლასის შენობა/ნაგებობის მშენებლობა სამსახურს დაუშვებლად მიაჩნია.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 23 იანვარი, 2015გადაწყვეტილება1698319 - უარი
- 15 იანვარი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა