ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზანიშვილი , N 4 , მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , ქუჩა ხიზანიშვილი , N 4
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1722152
- გადაწყვეტილების თარიღი
- 9 თებერვალი, 2015
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ აბზიანიძე
- ორგანიზაცია
- 17680
- დეველოპერი (ს/კ)
- 200131632
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.017.154
- მესაკუთრე
- შპს "მომავალი 2005" (200131632)
- ფართობი
- 424 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.017.154საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1283031
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 2 თებერვალი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 9 თებერვალი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის – სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი AR1283031 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქალაქგეგმარებით დასკვნას, თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: #01.11.12.017.154) შენობა–ნაგებობის რეკონსტრუქციის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. პასუხად გაცნობებთ შემდეგს: ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის #20–105 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების (მიწათსარგებლობის) და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებს, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. თქვენს დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის, მიხედვით ვრცელდება საცხოვრებელი ზონა 6 (სზ–6) და სარეკრეაციო ზონა 1 (რზ–1) „ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის N4-13 გადაწყვეტილების თანახმად, საცხოვრებელი ზონა 6 (სზ-6) – წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს საცხოვრებელი სახლები. შესაძლებელია აგრეთვე ამ წესების დანართით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები. ხოლო სარეკრეაციო ზონა 1 (რზ–1)– წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს გამწვანებულ ტერიტორიას (მაგ.ბაღი,ბულვარი,სკვერი, გაზონი და სხვა) აღნიშნულ ზონაში დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, გარდა: განათების; სარწყავი სისტემების; სარეკლამო ბილმბორდის; დეკორატიული გაფორმების ობიექტის;კიბეების, საფეხმავლო გზების და ბილიკების (იხ.დანართი). აქვე მოგახსენებთ, რომ არსებული მდგომარეობით საპროექტო შენობა–ნაგებობის ნაწილი გადადის სარეკრეაციო ზონა–1–ში (რზ–1) სადაც დაუშვებელია ყოველგვარი მშენებლობა, ხოლო რაც შეეხება საცხოვრებელი ზონა 6–ის (სზ–6) გავრცელების არეალს, მასზე არსებული შენობა–ნაგებობით გადაჭარბებულია განაშენიანების კოეფიციენტის (კ1). შესაბამისად კოეფიციენტის მომატებასთან დაკავშირებით, საკითხს განიხილავს “ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო”. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 9 თებერვალი, 2015გადაწყვეტილება1722152 - უარი
- 2 თებერვალი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა