OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , წითელწყაროს ქუჩისა და , წითელწყაროს I შესახვევის კუთხეში, დედოფლისწყაროს ქ. მე-2 შესახ. N1 , (ნაკვეთი N52/17)

AR1287901სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება21 თებერვალი, 2015- ავლაბარი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1747579
გადაწყვეტილების თარიღი
23 თებერვალი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მერაბ კაკულია
დეველოპერი (ს/კ)
205279330

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.01.052.018
მესაკუთრე
ამხანაგობა "ლეგი" (205221678)
ფართობი
1 424 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1287901
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
21 თებერვალი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 23 თებერვალი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.02.2015წ. №1730474 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 21/02/2015წ. AR1287901 განაცხადით მომართა მერაბ კაკულიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 13.02.2015წ. №1730474 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 13.02.2015წ. №1730474 ბრძანებით, ქ. თბილისში, ძველი თბილისის რაიონში (სექტორი–ისანი), წითელწყაროს ქუჩისა და წითელწყაროს I შესახვევის კუთხეში, დედოფლისწყაროს ქუჩა მე-2 შესახვევი N1–ში (ნაკვეთი N52/17), თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 16 თებერვლიდან 2015 წლის 16 ივლისის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ვინჩი დეველოპმენტი“. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების №882014426164, მომზადების თარიღი: 12/08/2014 11:13:01) თანახმად, დღეისათვის, სამშენებლო საკადასტრო ერთეულის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ვინჩი დეველოპმენტი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B14043223 ამონაწერის მომზადების თარიღი: 22/04/2014 10:32:31) თანახმად, შპს „ვინჩი დეველოპმენტის“ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დირექტორი მერაბ კაკულია. განმცხადებლის განმარტებით, კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისას, საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა მითითებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შესაბამისად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს შევიდეს ცვლილება სამსახურის 13.02.2015წ. №1730474 ბრძანებაში და დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).: 4573.9, საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 3142.2, საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 485.0, დამხმარე ფართობი (კვ.მ).: 0.0. დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დაადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შესაბამისობაშია შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.02.2015წ. №1730474 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საერთო ფართობი (კვ.მ).: 4573.9, საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ).: 3142.2, საზაფხულო ფართობი (კვ.მ).: 485.0, დამხმარე ფართობი (კვ.მ).: 0.0, სხვა მაჩვენებლები დარჩეს უცვლელი. 2. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 13.02.2015წ. №1730474 ბრძანებასთან ერთად. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 23 თებერვალი, 2015გადაწყვეტილება1747579 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა