ქალაქი თბილისი , ქუჩა მაყაშვილი , N 34 , (ნაკვეთი N1/38)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1803373
- გადაწყვეტილების თარიღი
- 1 აპრილი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მაკა კვირტია
- ორგანიზაცია
- 9166
- დეველოპერი (ს/კ)
- 104497340
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.15.05.001.038
- მესაკუთრე
- ამხანაგობა "მაყაშვილი" (104497340) (104497340)
- ფართობი
- 679 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.15.05.001.038საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1288007
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 მარტი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 1 აპრილი, 2015ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 29 მარტის #595210 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 20 თებერვალს #AR1288007 განცხადებით მომართა ზაზა თარგამაძის მინდობილმა პირმა მაკა კვირტიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2013 წლის 29 მარტის #595210 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 29 მარტის #595210 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში (სექტორი – მთაწმინდა), მაყაშვილის ქ. #34–ში (ნაკვ. 1/38) არსებული საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 17 აპრილიდან 2013 წლის 17 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2014 წლის 25 დეკემბრის #1660145 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2013 წლის 29 მარტის #595210 ბრძანებაში, კერძოდ: საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა – 1588.05 კვ.მ, საზაფხულო ფართობად – 627.3 კვ.მ, ავტოსადგომის ფართობად – 465.40 კვ.მ, სარდაფის ფართობად – 252.09 კვ.მ, საერთო ფართობად – 2959.64 კვ.მ. სამსახურის 2013 წლის 29 მარტის #595210 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია ზაზა თარგამაძე. სამსახურში წარმოდგენილი მინდობილობით ზაზა თარგამაძე უფლებამოსილებას ანიჭებს მაკა კვირტიას იყოს მისი, როგორც მენაშენეთა ამხანაგობის „მაყაშვილი“–ს თავმჯდომარის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2013 წლის 29 მარტის #595210 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, აუზის ფართობი – 26,8 კვ.მ, რომელიც ცალკე იყო დაფიქსირებული ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში, შედის საზაფხულო ფართობში – 627.3 კვ.მ–ში. შესაბამისად საერთო ფართობი 2959.64 კვ.მ–ის ნაცვლად წარმოადგენს 2932.84 კვ.მ–ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ ნახაზებს და დაადგინა, რომ საზაფხულო ფართობი შეადგენს – 627.3 კვ.მ–ს, მათ შორის აუზის ფართობი – 26.8 კვ.მ., საერთო ფართობი 2959.64 კვ.მ–ის ნაცვლად 2932,84 კვ.მ–ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა 2013 წლის 29 მარტის #595210 ბრძანებაში, ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 29 მარტის #595210 ბრძანებაში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს – 627.3 კვ.მ, მათ შორის აუზის ფართობი – 26.8 კვ.მ., საერთო ფართობად – 2932.84 კვ.მ–ს; წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 29 მარტის #595210 და 2014 წლის 25 დეკემბრის #1660145 ბრძანებებთან ერთად; წინამდებარე ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 1 აპრილი, 2015გადაწყვეტილება1803373 - თანხმობა
- 9 მარტი, 2015ქალაქის პასუხი
- 20 თებერვალი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Mayashvilis Mindobiloba.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა