OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქერჩის ქუჩისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების გადაკვეთასთან (ნაკვეთი 36/040)/ ქალაქი თბილისი , ქერჩის ქუჩის დასაწყისში ა.გ.ს.-ის მიმდებარედ

AR1291627სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება6 მარტი, 2015- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1812580
გადაწყვეტილების თარიღი
31 მარტი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მარიამ პაპუკაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
429320479

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.05.036.050
მესაკუთრე
შპს "დომინანტი" (429320479)
ფართობი
1 328 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1291627
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
6 მარტი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
25 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 31 მარტი, 2015გადაწყვეტილება1812580 - თანხმობა
  2. 31 მარტი, 2015ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის N1717883 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 6 მარტს AR1291627 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის N 1717883 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის N 1717883 ბრძანებით, ქ. თბილისში, სექტორი გლდანი, ქერჩის ქუჩისა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების გადაკვეთასთან (ნაკვეთი 36/040), შპს "დომინანტი"-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი N01.11.05.036.050) მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 06 თებერვლიდან 2018 წლის 06 თებერვლის ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შ.პ.ს. "დომინანტი" (ს/კ 429320479). განმცხადებლის განმარტების თანახმად, 2014 წლის 28 ნოემბრის #AR1266876 განცხადებით წარმოდგენილ გეგმა-ნახაზებში, ტექნიკური შეცდომის გამო, გეგმის ექსპლიკაციაში არასწორად განხორციელდა საცხოვრებელი ფართობისა და შესაბამისად, საერთო ფართობის მაჩვენებლის ასახვა, რის გამოც, ექსპლიკაციაში განსაზღვრული ფართები არ შეესაბამება 2015 წლის 6 თებერვლის N1717883 ბრძანებაში მითითებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. შესაბამისად, დღესდღეობით განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს 2015 წლის 6 თებერვლის N1717883 ბრძანებით შეთანხმებული პროექტის ცვლილება, კერძოდ კი, აღნიშნული ბრძანებისთვის AR1291627 განცხადებით წარმოდგენილი შესწორებული გეგმის დართვა, სადაც გეგმის ექსპლიკაციაში მითითებული ფართები შესაბამისობაში იქნება 2015 წლის 6 თებერვლის N1717883 ბრძანებაში დაფიქსირებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელთან. სამსახურმა განმცხადებლის მიერ N AR1291627 განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტს და დაადგინა, რომ განცხადებით წარმოდგენილი გეგმების ექსპლიკაცია შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და AR1291627 განცხადებით წარმოდგენილი გეგმა-ნახაზების სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის N 1717883 ბრძანებისთვის დართვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები.“. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის N 1717883 ბრძანებას დაერთოს 2015 წლის 6 მარტის AR1291627 განცხადებით წარმოდგენილი გეგმა-ნახაზები. 2.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის N 1717883 ბრძანება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 6 თებერვლის N 1717883 ბრძანებასთან ერთად; 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 11 მარტი, 2015ქალაქის პასუხი
  4. 6 მარტი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა