OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა კაირო , N42

AR1293478სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 მარტი, 2015
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1808881
გადაწყვეტილების თარიღი
27 მარტი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბაკურ სულაკაური
დეველოპერი (ს/კ)
406102587

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.22.008.065
მესაკუთრე
შპს "ბგპ" (406102587)
ფართობი
1 394 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1293478
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
13 მარტი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 მარტი, 2015ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1745401 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 13 მარტს #AR1293478 განცხადებით მომართა შპს ბგპ–ის დირექტორმა ბაკურ სულაკაურმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1745401 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1745401 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი სამგორი, კაიროს ქუჩა #42, შპს ბგპ–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, არსებული შენობის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 20 თებერვლიდან 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1745401 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს ბგპ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის #882014650841; მომზადების თარიღი: 08/12/2014 წ.; საკადასტრო კოდი: #01.19.22.008.065) მიხედვით, საპროექტო ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ბგპ, რომლის დირექტორს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის: #B15035014; მომზადების თარიღი: 06/03/2015; ს/კ: #406102587) მიხედვით წარმოადგენს ბაკურ სულაკაური. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად – 2667 კვ.მ–ის ნაცვლად დაფიქსირდა 2596.86 კვ.მ, კომერციულ ფართობად – 779.56 კვ.მ–ის ნაცვლად 775.48 კვ.მ, საზაფხულო ფართობად – 146.90 კვ.მ–ის ნაცვლად დაფიქსირდა 157.04 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი არ იყო შეყვანილი ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში და შეადგენს – 493.69 კვ.მ. ხოლო, დამხმარე ფართობი – 313.77 კვ.მ საერთოდ არ არსებობს შეთანხმებულ გეგმებზე. შესაბამისად, ცალკეული ფართობის ციფრობრივი მაჩვენებლების შეცვლის გამო შეიცვალა საერთო ფართობი და 3911.67 კვ.მ–ის ნაცვლად შეადგენს 3975.75 კვ.მ–ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1745401 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე ფართობების ციფრობრივი მაჩვენებელი არასწორად იყო მითითებული. ხოლო, 2015 წლის 13 მარტს #AR1293478 განცხადებით წარმოდგენილ იქნა გეგმები სწორად დატანილი ფართობების ციფრობრივი მაჩვენებლებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1745401 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1745401 ბრძანებაში, კერძოდ: ამოღებულ იქნას - დამხმარე ფართობი 313.77 კვ.მ და საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 2667 კვ.მ, კომერციულ ფართობად 779.56 კვ.მ, საზაფხულო ფართობად – 146.90 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად – 493.69 კვ.მ., საერთო ფართობად – 3975.75 კვ.მ; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1745401 ბრძანებით შეთანხმებულ დოკუმენტაციას, ამავე ბრძანებით შეთანხმებული გეგემების ნაცვლად, დაემატოს 2015 წლის 13 მარტს #AR1293478 განცხადებით წარმოდგენილი გეგმები; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 თებერვლის #1745401 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 მარტი, 2015გადაწყვეტილება1808881 - თანხმობა
  3. 26 მარტი, 2015ქალაქის პასუხი
  4. 26 მარტი, 2015ფაილები აიტვირთა
  5. 23 მარტი, 2015ქალაქის პასუხი
  6. 23 მარტი, 2015ფაილები აიტვირთა
  7. 13 მარტი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა