ქალაქი თბილისი , ქუჩა ნუცუბიძე , N 86
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1807784
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 მარტი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვლადიმერ ბექაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 405034564
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.04.010.006
- მესაკუთრე
- შპს სტილი+ (405022719)
- ფართობი
- 1 018 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.04.010.006საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1294052
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 მარტი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 მარტი, 2015ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 მარტის #1778218 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 16 მარტს #AR1294052 განცხადებით მომართა ვლადიმერ ბექაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 13 მარტის #1778218 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 მარტის #1778218 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი-ვაკე, ნუცუბიძის ქუჩა #86, შპს ეი ჯი კომპანის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: #01.14.04.010.006) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2015 წლის 13 მარტის #1778218 ბრძანებაში დამკვეთად მითითებულია შპს ეი ჯი კომპანი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის #882014330213; მომზადების თარიღი: 01/07/2014 წ.; საკადასტრო კოდი: #01.14.04.010.006) მიხედვით, საპროექტო ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ეი ჯი კომპანი, რომლის დირექტორს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, (განაცხადის რეგისტრაციის: #B14026734; მომზადების თარიღი: 17/03/2014; ს/კ: #405034564), წარმოადგენს ალიზადე ხაზარ ზარდუშოგლუ. ამასთან, სამსახურში წარმოდგენილი რწმუნებულებით ვლადიმერ ბექაიას მიენიჭა უფლებამოსილება იყოს შპს ეი ჯი კომპანის წარმომადგენელი ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები. კერძოდ, საზაფხულო ფართობად – 520 კვ.მ–ის ნაცვლად დაფიქსირდა 320 კვ.მ. შესაბამისად, ცალკეული ფართობის ციფრობრივი მაჩვენებლების შეცვლის გამო შეიცვალა საერთო ფართობი და 3461.4 კვ.მ–ის ნაცვლად შეადგენს 3661.4 კვ.მ–ს. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 მარტის #1778218 ბრძანების ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 მარტის #1778218 ბრძანებაში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს – 520 კვ.მ., საერთო ფართობად – 3661.4 კვ.მ.; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 13 მარტის #1778218 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, #6), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 მარტი, 2015გადაწყვეტილება1807784 - თანხმობა
- 21 მარტი, 2015ქალაქის პასუხი
- 21 მარტი, 2015ფაილები აიტვირთა
- 19 მარტი, 2015ქალაქის პასუხი
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- mindobilba.jpgგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა