OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , გლდანი , მიკრო/რაიონი "ა" , ხიზაბავრის ქუჩის მიმდებარედ., (ნაკვეთი N18/73)

AR1296290სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 მარტი, 2015- გლდანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1823356
გადაწყვეტილების თარიღი
6 აპრილი, 2015
მშენებლობის ვადა
6 დეკემბერი, 2014 – 6 დეკემბერი, 2016
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნიკა გიგაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
200281239

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.12.018.073
მესაკუთრე
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "გლდანი - 999"
ფართობი
5 503 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1296290
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
24 მარტი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
13 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 აპრილი, 2015გადაწყვეტილება1823356
  2. 6 აპრილი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 24/03/2015წ. #AR1296290 განაცხადით მომართა ნიკა გიგაშვილმა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.12.2014 წ. #1628139 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანა და წარმოდგენილი გეგმების დართვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.12.2014 წ. #1628139 ბრძანებით სექტორი–გლდანი, მიკრო/რაიონი "ა", ხიზაბავრის ქუჩის მიმდებარედ (ნაკვეთი N18/73) ი.ბ.ა. "გლდანი – 999"–ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი N01.11.12.018.073) შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 06 დეკემბრიდან 2016 წლის 06 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში დამკვეთად დაფიქსირდა ი.ბ.ა.,გლდანი 999“. განმცხადებლის განმარტების თანახმად, არასწორად განხორციელდა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დათვლა, კერძოდ კი, საერთო ფართი, ნაცვლად 25969.2 მ2-უნდა იყოს 22528.6 მ2; საცხოვრებელი ფართი ნაცვლად 15014.8 მ2-უნდა იყოს 14054.6 მ2; საზაფხულო ფართი დამტკიცებულია 2617.1 მ2-უნდა იყოს 2108.6 მ2; დამხმარე ფართი დამტკიცებულია 4214.2 მ2-უნდა იყოს 2175.3 მ2. აღნიშნული მაჩვენებლები შესაბამისად აისახა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 05.12.2014 წ. #1628139 ბრძანებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელი მოითხოვს 05.12.2014 წ. #1628139 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ კი, ბრძანებისთვის AR1296290 განცხადებით წარმოდგენილი გეგმების დართვასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ შემდეგი სახით დაფიქსირებას: 1.საერთო ფართობი 22528.6 მ2 2.საცხოვრებელი ფართობი 14054.6 მ2 3.კომერციული ფართობი 2206.2 მ2 4.საზაფხულო ფართობი 2108.6 მ2 5.სარდაფის ფართობი 1070.4 მ2 6.კიბის უჯრედ. და სადარბაზოს ფართ. 534.4 მ2 7.დამხმარე ფართობი 2175.3 მ2 8.ავტოსადგომის ფართობი 379.1 მ2. სამსახურმა შეისწავლა 05.12.2014 წ. #1628139 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტისა და AR1296290 განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობა და დააგინა, რომ AR1296290 განცხადებისთვის დართული გეგმებით იცვლება სამშენებლო ობიექტის შიდა დაგეგმარება. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სამშენებლო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების 63-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამშენებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა საჭიროებს მშენებლობის ნებართვის თავიდან აღებას, გარდა ამავე დადგენილების 62-ე მუხლით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. იქიდან გამომდინარე, რომ ცვლილებების განხორციელება სცდება სამართლებრივ საკითხს, რამდენადაც წარმოდგენილი გეგმების თანახმად იცვლება სამსახურის 05.12.2014 წ. #1628139 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული შიდა დაგეგმარება, საჭიროა განცხადების ნომეკალატურის ცვლილება, კერძოდ კი მოთხოვნილი ცვლილებების განხორციელება დასაშვებია კორექტირებული არქიტექტორული პროექტის შეთანხმების გზით. აქვე განგიმარტავთ, რომ მოგეცემათ განცხადების ნომეკლატურის ცვლილების საშუალება, რის შემდეგაც განცხადება უნდა დაარეგისტრიროთ „შეთანმხებული პროექტის ცვლილების“ ველში. სწორი ნომენკლატურის არჩევისა და სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, სამსახური იმსჯელებს განაცხადში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით და მიღებულ გადაწყვეტილებას გაცნობებთ ელექტრონულად, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კილომეტრი #6) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 24 მარტი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა