ქალაქი თბილისი , გაგარინის IV შესახვევი , N 2/19
დამკვეთი
- სახელი
- გრიგორ ბუთხუზი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405067190
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.005.002
- მესაკუთრე
- ნინო კვაშალი (P/N: *********92)
- ფართობი
- 456 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.005.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1296403
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 24 მარტი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან ქალაქის ბოლო პასუხამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 მარტი, 2015ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი AR1296403 განაცხადი, რომლითაც ეწინააღმდეგებით ქალაქ თბილისში, გაგარინის IV შესახვევი, №2/19–ში მდებარე მიწის ნაკვეთის სამშენებლო განვითარებას. პასუხად გაცნობებთ, რომ ქ. თბილისში, გაგარინის IV შესახვევი, №2/19, შპს "ვეძისი დეველოპმენთი"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთის საკადასტრო კოდი №01.10.13.005.002), სამსახურის მიერ 2015 წლის 18 მარტის №1790398 ბრძანებით შეთანხმებულია არქიტექტურული პროექტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. ხოლო 2015 წლის 25 მარტის №1800402 ბრძანებით გაცემულია მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, რომლის მშენებლობის ნებართვის ვადა განისაზღვრებოდა: 2015 წლის 25 მარტიდან 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით თქვენი შეტყობინება სამსახურში მიღებულია ცნობის სახით და ობიექტზე ადმინისტრაციული წარმოების განახლების და საჭიროების შემთხვევაში იქნებით ინფორმირებული. ამასთან გაცნობებთ, რომ ვინაიდან ნებართვები სამსახურის მიერ არის გაცემული ელექტრონული სახით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ნახვა შეგიძლიათ სამსახურის ვებ-გვერდზე ( tas.ge ) ინტერაქტიული რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში მიუთითოთ თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდის ან/და სამსახურის პასუხის ძიებაში #AR1294980, AR1284282 განაცხადების ნომრის მითითების შემთხვევაში. სამსახურის მიერ №1800402, №1790398 ბრძანებები გაცემულ იქნა შესათანხმებლად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. თუმცა, თუ თვლით, რომ აღნიშნული აქტები გაყენებთ პირდაპირ და უშუალო ზიანს ან/და დარღვეულია მათი გამოცემის წესი, შეგიძლიათ გაასაჩივროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი #6) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. თუ სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს სამსახურის მიერ შეთანხმებული პროექტის დარღვევით, სამშენებლო სამუშაოების შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან შეუსაბამობის დადგენის მიზნით შეგიძლიათ მიმართოთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური 2012 წლიდან საქმისწაროებას აწარმოებს ელექტრონული სახით. სამსახურის 2012-2015 წლების ინფორმაცია გამოტანილია ვებ–გვერდზე (tas.ge) და არის საჯარო. დაინტერესებაში არსებული ობიექტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით, ინტერაქტიულ რუკაზე საპროექტო ფენის ჩართვის და ძიებაში საკადასტრო კოდის (№01.10.13.005.002) მითითების შემთხვევაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა