OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის III მ/რ-ის ბოლოს.

AR1296415სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 მარტი, 2015- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1825630
გადაწყვეტილების თარიღი
16 აპრილი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვლადიმერ აბრამიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
205186902

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.16.015.280
მესაკუთრე
შპს "სტატოტელი" (404462256)
ფართობი
1 500 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1296415
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
24 მარტი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
23 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 16 აპრილი, 2015ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ივნისის #1333614 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 24 მარტს #AR1296415 განცხადებით მომართეს შპს „თ.ბ.თ. ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რიგვავამ და შპს „New Tbilisi”-ის დირექტორმა გოჩა ჯაიანმა და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2014 წლის 24 ივნისის #1333614 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ივნისის #1333614 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩა, მე–3 მიკრორაიონის ბოლოს მდებარე #01.14.16.015.096, #01.14.16.015.097 და #01.14.16.015.098 მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული) ასაშენებლად გაიცა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. აღნიშნული აქტის საფუძველზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმება ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი:882014326383 თარიღი:30/06/2014, ს/კ:01.14.16.015.280) თანახმად, განხორციელდა #01.14.16.015.097, #01.14.16.015.096 და #01.14.16.015.098 მიწის ნაკვეთების გაერთიანება ერთ საკადასტრო ერთეულად. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს განმცახდებლების მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს შპს „თ.ბ.თ. ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი რიგვავასა და შპს „New Tbilisi”-ის დირექტორის გოჩა ჯაიანის 2015 წლის 24 მარტის #AR1296415 განაცხადება; 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 24 ივნისის #1333614 გადაწყვეტილება; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი მე–12 კილომეტრი #6) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 16 აპრილი, 2015გადაწყვეტილება1825630 - თანხმობა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა