ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1808656
- გადაწყვეტილების თარიღი
- 1 აპრილი, 2015
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევან გოცაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405003213
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.038.943
- მესაკუთრე
- შპს ,,ოლდ გრუპ" (405003213)
- ფართობი
- 600 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.038.943საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1297178
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 26 მარტი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 1 აპრილი, 2015ქალაქის პასუხი
სამსახურმა განიხილა თქვენი 2015 წლის 26 მარტის AR1297178 განცხადება, რომლითაც ითხოთ #1710809 (12.02.2015) გადაწყვეტილებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანას, გაცნობებთ შემდეგს: სამსახურის მიერ #01.72.14.038.943 საკადასტრო ერთეულზე მომზადებულია #1710809 (12.02.2015) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები მრავალფუნქციური შენობა–ნაგებობის განსათავსებლად. რადგან აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე არ არის შეთანხმებული პროექტი და გაცემული მშენებლობის ნებართვა, უნდა მოახდინოთ ძველი დოკუმენტაციის გაუქმება, რის შემდგომაც შესაძლებელი იქნება ახალი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადება. საკითხი განსახილველად უნდა დააყენოთ ახალ მშენებლობაზე და ნომენკლატურად უნდა აირჩიოთ >მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა; აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან #1710809 (12.02.2015) ქალაქმშენებლობითი პირობების განმცხადებლის თანხმობა (მოთხოვნის ტექსტში დააფიქსიროთ დოკუმენტაციის გაუქმების შესახებ). ასევე შესაძლებელია დააფიქსიროთ აღნიშნული პიროვნებების მონაცემები განაცხადის თანაგანცხადებლის ველში. ასევე დამატებით გაცნობებთ, რომ მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გასავლელად აუცილებელ დოკუმენტებს წარმოადგენს ტოპოგრაფიული გეგმა და საინფორმაციო დაფა. საპროექტო ტერიტორიის ტოპოგრაფიული გეგმა (მ1:500) ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ (მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების, არსებული საინჟინრო-კომუნალური ქსელების, შენობა-ნაგებობის განთავსების, მისასვლელი გზების, ღობეების, გამწვანების ჩვენებით). ტოპოგრაფიული გეგმა ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ უნდა ატვირთოთ ამავე განაცხადის შესაბამის დახარვეზებულ ველში. საინფორმაციო დაფა – (განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში დაგეგმილი მშენებლობისას, ნებართვის მაძიებელი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის თაობაზე განცხადების შეტანის მომენტისათვის უზრუნველყოფს შესაბამის ობიექტზე (შენობა-ნაგებობაზე), თვალსაჩინო ადგილას საინფორმაციო დაფის განთავსებას) სადაც უნდა იყოს აღნიშნული მოსალოდნელი მშენებლობის მონაცემები, კერძოდ: შენობა-ნაგებობის მისამართი, შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო და განაცხადის განხილვის ვადები, შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობა ან/და გაბარიტები.(საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი.საინფორმაციო დაფა უნდა არსებობდეს სამშენებლო სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში და მოიხსნას შენობა-ნაგებობის მშენებლობის დასრულების ან/და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ). საინფორმაციო დაფა უნდა ატვირთოთ ამავე განაცხადის დახარვეზებულ ველში (საინფორმაციო დაფა–ბანერი*). ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის შესაბამისად თქვენ გეძლევათ განაცხადის გამოგზავნიდან 15 დღიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ სამსახურის მიერ დანიშნულ ვადაში არ იქნება გამოსწორებული ხარვეზები, საკითხი დარჩეს განუხილველი. ამასთან, გაცნობებთ, რომ ახალი განაცხადის წარმოდგენამდე ადმინისტრაციული წარმოების ვადის დინება არის შეჩერებული და განახლდება ხსენებული განაცხადის წარმოდგენის შემდგომ.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 1 აპრილი, 2015გადაწყვეტილება1808656
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა