OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , მოედანი გმირთა , N 1

AR1302172ახალი მშენებლობასხვა დანიშნულება16 აპრილი, 2015
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1841186
გადაწყვეტილების თარიღი
22 აპრილი, 2015
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დემურ ლორია
დეველოპერი (ს/კ)
203839490

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.03.001.006
მესაკუთრე
სააქციო საზოგადოება "ცირკი" (203839490)
ფართობი
21 014 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1302172
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
16 აპრილი, 2015
სახეობა
ახალი მშენებლობა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 22 აპრილი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუინიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში განხილულ იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული განაცხადი, რომელიც ეხება ქ. თბილისში, გმირთა მოედ. N1–ში ლედ მონიტორის განთავსების საკითხს. გაცნობებთ, რომ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 01 ოქტომბრის N3/181 ბრძანების თანახმად, ქ. თბილისში, გმირთა მოედ. N2–ში არსებულ შენობა-ნაგებობას მინიჭებული აქვს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თქვენს მიერ ჩასატარებელი სამუშაოები განეკუთვნება მცირე სარეაბილიტაციო სამუშოებს (ფასადის სამღებრო სამუშაოები; აბრებისა და შუქფრების განთავსება; საინჟინრო კომუნიკაციების შეკეთება, გამოცვლა, დამონტაჟება მზიდი კონსტრუქციული ნაწილების ცვლილების გარეშე; ცალკეული არქიტექტურული დეტალების, მათ შორის, ღიობების, კიბეების, აივნების, დეკორატიული ელემენტების სახეცვლილება, ინტერიერში ჩასატარებელი სარესტავრაციო, სამღებრო ან სარემონტო, ასევე ძეგლის გაწმენდის სამუშაოები). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენს მიერ არასწორად მოხდა განაცხადის დარეგისტრირება, რადგან კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე არ ვრცელდება მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება და თქვენს მიერ განსახორციელებელი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენს მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აქედან გამომდინარე, განაცხადი უნდა დარეგისტრირდეს შესაბამის ნომენკლატურაში: ელექტრონული განაცხადები>მშენებლობის ნებართვა>კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი>მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები (აღნიშნული ქმედების განსახორციელებლად, სამსახურის მიერ ჩართულია ნომენკლატურის ცვლილების უფლება). ამასთანავე გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N137 დადგენილებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სამშენებლო დოკუმენტაციის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემის თაობაზე უფლებამოსილების დელეგირების (გადაცემის) შესაძლებლობა მიენიჭა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმების მეშვეობით. გამომდინარე იქიდან, რომ ზემოაღნიშნულ სამინისტროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს შორის მითითებული შინაარსის ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების თაობაზე მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები და საკითხი შესულია გადამწყვეტ ფაზაში, თქვენს განცხადებასთან დაკავშირებით საკითხს განიხილავს უფლებამოსილი საბჭო მისი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფარგლებში ჩამოყალიბების შემდგომ უმოკლეს ვადებში.

    მეტის ჩვენება
  2. 22 აპრილი, 2015გადაწყვეტილება1841186
  3. 16 აპრილი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა