ქალაქი თბილისი , ქუჩა ონიაშვილი , N 47
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 1893543
- გადაწყვეტილების თარიღი
- 13 მაისი, 2015
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 24 მარტი, 2015 – 24 აგვისტო, 2016
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ფარცხალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404454327
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.12.033.015
- მესაკუთრე
- თამარ გაგნიძე (P/N: *********46)
- ფართობი
- 425 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.12.033.015საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1305099
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 27 აპრილი, 2015
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 16 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 13 მაისი, 2015ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 მარტის N 1797416 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 27 აპრილის AR1305099 განცხადებით მომართეს შ.პ.ს. "საინვესტიციო ჯგუფი პრაღა"-ს დირექტორმა სულხან ხუცაიძემ და ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვეს ამავე სამსახურის 2015 წლის 24 მარტის N 1797416 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 24 მარტის N 1797416 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი – საბურთალო, ონიაშვილის ქუჩა, №47-ში, შპს. "საინვესტიციო ჯგუფი პრაღა"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (საკ. კოდი №01.10.12.033.015), შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. ნებართვის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 24 მარტიდან 2016 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით. დამკვეთად დაფიქსირდა შ.პ.ს. "საინვესტიციო ჯგუფი პრაღა". განმცხადებლის განმარტების თანახმად, ტექნიკური შეცდომის გამო, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია ავტოფარეხების ფართი (167 კვ.მ.)რაც შესაბამისად აისახა სამსახურის 2015 წლის 24 მარტის N 1797416 ბრძანებაში განსაზღვრულ საერთო ფართობის მაჩვენებლზეც, სადაც ნაცვლად 1585.1-ისა უნდა ფიქსირდებოდეს 1752.1 კვ.მ. შესაბამისად, დღესდღეობით განმცხადებლის მოთხოვნას წარმოადგენს 2015 წლის 24 მარტის N1797416 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ ეკონომიკურ მაჩვენებელში ავტოსადგომისა და საერთო ფართობის მაჩვენებლების შემდეგი სახით დაფიქირება: • ავტოსადგომის ფართობი -167 კვ.მ • საერთო ფართობი- 1752.1 კვ.მ სამსახურმა 2015 წლის 27 აპრილის AR1305099 განცხადებით წარმოდგენილი განმარტებითი ბარათი შეადარა, 2015 წლის 24 მარტის N 1797416 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესაბამისობაშია შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტაციასთან. შესაბამისად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია მოთხოვნის დაკმაყოფილება და 2015 წლის 24 მარტის N 1797416 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ტექნიკური შეცდომის გასწორების უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 მარტის N 1797416 ბრძანებაში გასწორდეს ტექნიკური შეცდომა და აღნიშნულ ბრძანებაში განსაზღვრული ავტოსადგომისა და საერთო ფართობის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: • ავტოსადგომის ფართობი -167 კვ.მ • საერთო ფართობი- 1752.1 კვ.მ 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 მარტის N 1797416 ბრძანება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 24 მარტის N 1797416 ბრძანებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 13 მაისი, 2015გადაწყვეტილება1893543 - თანხმობა
- 5 მაისი, 2015ქალაქის პასუხი
- 5 მაისი, 2015ფაილები აიტვირთა
- 27 აპრილი, 2015ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა