OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა შატილი , N 30-ის მიმდებარედ / ქალაქი თბილისი , ქუჩა შატილი , N 30-ის მიმდებარედ , (ნაკვეთი N23)

AR1307362სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 მაისი, 2015
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1914894
გადაწყვეტილების თარიღი
27 მაისი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ოთარი ხავთასი
დეველოპერი (ს/კ)
416315240

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.03.003.061
მესაკუთრე
რევაზ მამუკაშვილი (P/N: *********77)
ფართობი
355 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

დოკუმენტი

ნომერი
AR1307362
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 მაისი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
19 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 მაისი, 2015გადაწყვეტილება1914894 - თანხმობა
  2. 27 მაისი, 2015ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №814763 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2015 წლის 5 მაისს N AR1307362 განცხადებით მომართეს შპს „ეიმ ბილდინგ გრუპ“–ის დირექტორმა მამუკა ხავთასმა და ოთარი ხავთასმა, რომლებმაც მოითხოვეს სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №814763 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №814763 გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი კვების ობიექტის აშენების მიზნით, ქ. თბილისში, შატილის ქ. N 30-ის მიმდებარედ (ს/კ 01.12.03.003.050) დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. მოგვიანებით, აღნიშნულ აქტში ცვლილება შევიდა სამსახურის 08.10.2014 წლის N1529963 ბრძანებით და შეიცვალა მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია და საკადასტრო კოდი (საკადასტრო ერთეული N01.12.03.003.061, ფართობი-355 კვ.მ.). აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამსახურის მიერ არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ განხორციელებულა. დღესდღეობით, განმცხადებლები ითხოვენ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №814763 ძალადაკარგულად გამოცხადებას, ვინაიდან აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საფუძველზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი არ გააჩნიათ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის თანახმად, „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს“. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, „ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლში განსაზღვრული საფუძვლების გარდა, შეიძლება იყოს ნებართვის მფლობელის მოთხოვნა“. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით და ვინაიდან მესაკუთრეს არ გააჩნია სამსახურის მიერ გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების საფუძველზე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №814763 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოს გამოყენების პირობები, აგრეთვე, 2014 წლის 8 ოქტომბრის N1529963 ბრძანება, რომლითაც ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაკმაყოფილდეს მამუკა ხავთასის და ოთარი ხავთასის 2015 წლის 5 მაისს N AR1307362 ერთობლივი განცხადება. 2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №814763 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოს გამოყენების პირობები და 2014 წლის 8 ოქტომბრის N1529963 ბრძანება. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, N6), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 8 მაისი, 2015ფაილები აიტვირთა
  4. 7 მაისი, 2015ქალაქის პასუხი

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა