OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ენუქიძის , N 12

AR1310447სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება15 მაისი, 2015
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
1926477
გადაწყვეტილების თარიღი
2 ივნისი, 2015
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ალექსანდრე კოპტევი
დეველოპერი (ს/კ)
206151233

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.22.006.042
მესაკუთრე
შპს "ოქროს ხელები" (206151233)
ფართობი
11 236 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1310447
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
15 მაისი, 2015
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
18 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 ივნისი, 2015გადაწყვეტილება1926477 - თანხმობა
  2. 2 ივნისი, 2015ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.05.2015 წლის #1896305 გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს (შემდგომში–სამსახური) 2015 წლის 15 მაისს #AR1310447 განცხადებით მომართა ალექსანდრე კოპტევმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 15.05.2015 წლის #1896305 გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.05.2015 წლის #1896305 გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა ქ. თბილისში, სექტორი - დიდუბე, ენუქიძის ქუჩა #12, შპს "ოქროს ხელები"-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე I კლასის ლანდშაფტური სამუშაოების განხორციელების - ფილებით მოპირკეთების და ღობის მოწყობის შესაძლებლობა. სამსახური, გადაწყვეტილების მიღებისას, სხვა წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად, დაეყრდნო ამონაწერს საჯარო რეესტიდან #892012060835, თარიღი: 25/10/2012 წ., საკადასტრო კოდი #01.19.22.006.042. დღეისათვის, განმცხადებელი ითხოვს 15.05.2015 წლის #1896305 გადაწყვეტილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორებას. კერძოდ, სექტორი–დიდუბის ნაცვლად სექტორი–სამგორის დაფიქსირებას. სამსახურმა დაადგინდა, რომ საჯარო რეესტრიდან 25/10/2012 წლის ამონაწერით #892012060835, #01.19.22.006.042 საკადასტრო ერთეულის მისამართს წარმოადგენს ზონა თბილისი, სექტორი სამგორი, ენუქიძის ქუჩა #12. ამდენად, სამსახურმა ტექნიკური ხარვეზის გასწორება სექტორთან დაკავშირებით საფუძვლიანად მიიჩნია. ამასთანავე, დადგინდა, რომ განმცხადებელი ალექსანდრე კოპტევი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B14050724, 13/05/2014), წარმოადგენს #01.19.22.006.042 საკადასტრო ერთეულის მესაკუთრის, შპს „ორქოს ხელები–“ის დირექტორს. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე–9 მუხლის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი არის დირექტორი. ამდენად, ალექსანდრე კოპტევი წარმოადგენს დაინტერესებულ პირს, გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი სამსახურის სამსახურის 15.05.2015 წლის #1896305 გადაწყვეტილებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე აღნიშულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 59–ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ალექსანდრე კოპტევის 2015 წლის 15 მაისს #AR1310447 განცხადება; 2. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.05.2015 წლის #1896305 გადაწყვეტილებაში და სექტორი დიდუბის ნაცვლად, დაფიქსირდეს სექტორი სამგორი; 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 15.05.2015 წლის #1896305 გადაწყვეტილებასთან ერთად; 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლოს ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6), ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 15 მაისი, 2015ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა